შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

390 ათასი ლარი _ 2 კილომეტრი სიგრძის გზის დასაგებად May 2, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:45 am

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, 24 აპრილს, საქართველოს პირველ ლედის, სანდრა რულოვსს ელოდებოდნენ, რომელსაც ახალდაგებული გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა მოენახულებინა. თუმცა, რულოვსის ნაცვლად, აქაურებმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილსა და ადგილობრივ ხელისუფლებას უმასპინძლეს.

ქალაქ ოზურგეთიდან, სოფელ მაკვანეთის ცენტრამდე მანძილი სამი კილომეტრია. გზის ეს მონაკვეთი ადგილობრივი არჩევნების წინ, დაპირებისამებრ, უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ საარჩევნო დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. სამაგიეროდ, ცენტრიდან გოგიეთის მიმართულებით, 2 კილომეტრი სიგრძის გზა დაიგო. აქაურებისთვის გაუგებარია, როგორ მიენიჭა პრიორიტეტი ამ მონაკვეთს, მაგრამ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ითქვა, რომ გზის სწორედ ეს მონაკვეთი, მაშინდელი პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ერქომაიშვილის პატივსაცემად დაიგებოდა. როგორც სოფელ მაკვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, დაპირება შესრულდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ წინასაპარლამენტო არჩევნების დროს გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გადაუღებლად წვიმდა, სტუმრების მოლოდინში, მეგზევეები მთელი დღის და, ლამის, მთელი ღამის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდნენ. ცენტრამდე მისასვლელი გზაც, ალაგ-ალაგ, ორმოულად შეაკეთეს. “სოფელ მაკვანეთის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის კაპიტალური შეკეთება, მარტის თვეში დაიწყო და უკვე დასრულდა. დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, ხოლო შემსრულებელი _ “გზამშენი-18”. სამუშაოების ღირებულება 390 000 ლარია. დამატებითი კითხვებით შეგიძლიათ, “გზამშენი-18″-ის ხელმძღვანელობას მიმართოთ _ მას, როგორც შემსრულებელს, კომპეტენტური პასუხი ექნება”, _ უთხრეს “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ზემო მაკვანეთი-გოგიეთი საავტომობილო გზის კმ1-კმ2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ, ტენდერი 2010 წლის 25 ნოემბერს გამოცხადდა. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ხანგრძლივობა სამი თვით განისაზღვრა, სამუშაოები რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა დააფინანსა”. ახალგაკეთებული 2-კილომეტრიანი გზის ოფიციალური პრეზენტაცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 24 აპრილს შედგა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s