შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გია გოგუაძემ რეკორდი მოხსნა February 14, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:43 am

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წელს პრემიის სახით 85 650 ლარი გასცა

შორენა ღლონტი გურია ნიუსი

გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა გასულ წელს, ბიუჯეტიდან პრემიის სახით 175 601 ლარი გასცეს. პრემიის მიღება-გაცემის წესს `საჯარო სამსახურის შესახებ~ არსებული კანონი არეგულირებს. აღნიშნული კანონის 74-ე მუხლში გაწერილია თუ რა შემთხვევაში ერგება საჯარო მოხელეს პრემია და რა შემთხვევაში _არა. ქართული კანონმდებლობის თანახმად, `მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები: მადლობის გამოცხადება; ერთდროული ფულადი ჯილდო; ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება~. ამავე მუხლშია მითითებული, რომ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა. თუმცა, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები არსებულ კანონს, სრულ იგნონირებას უკეთებენ და ნებისმიერ საჯარო მოხელეზე ყოველწლიურად პრემიებს გასცემენ, მეტიც ზოგ შემთხვევაში, 12 თვეში ორ-სამჯერაც კი. ეს მაშინ, როცა მუნიციპალიტეტებს ძალიან მწირი შემოსავლები აქვთ და მთელი რიგი მიმართულებით პროგრამებს იმ მიზეზით ვერ ახორცილებენ, რომ თავად აცხადებენ, დაფინანსება არ ჰყოფნით. 2010 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის სახით _ 85 650 ლარი გაიცა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულებზე _ 35 649 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხოლოდ 26 თანამშრომელზე კი _ 17 472 ლარი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა 2010 წლის 17 ივნისიდან, ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პრემიის სახით, ბიუჯეტიდან 22 740 ლარი მიიღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თანამშრომელმა კი _14 090 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს 2010 წელს, პრემიის სახით ერთი თეთრიც არ მიუღიათ. `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს~ დირექტორი ეკა Gგიგაური `გურია ნიუსთან~ საუბარში ამბობს, რომ სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობა კონკრეტულად არ განსაზღვრავს პრემიის ოდენობას, რაც იწვევს სახელწიფო უწყებების მხრიდან კანონმდებლობის ამ ნაკლოვანებების სათავისოდ გამოყენებას. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პრემია არის წახალისების ერთ–ერთი ფორმა, წახალისება კი უნდა გაიცეს იმ სახელმწიფო მოხელეზე, რომელმაც თავი გამოიჩინა სამსახურეობრივი საქმიანობის დროს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ შეიძლება ვინმემ სადღაც არასწორადაც გამოწერა პრემია, მაგრამ ბიუჯეტში ხარჯები შემცირებულია. ხელისუფლებამ `ქამრები შემოიჭირა~. თუმცა, რა იგულისხმება ხარჯების შემცირებაში, ვიცე-სპიკერი არ აკონკრეტებს. `საქართველოს ხელისუფლების `ქამრების შემოჭერის” ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად ზედმიწევნით ასრულებს თითოეული სახელმწიფო უწყება ამ პოლიტიკით გათვალისწინებულ დებულებებს. ბევრ შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, თანხები, რომლებიც იხარჯება სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე, იმის მიმანიშნებელია, რომ სახელმწიფო ზოგ შემთხვევებში ქამრების შემოჭერის პოლიტიკის იგნორირებას ახდენს~, _ აცხადებს `გურია ნიუსთან~ საუბარში `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს~ დირექტორი. გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი `გურია ნიუსის~ კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიების საკითხის გადახედვას, ამბობს, რომ რომელიმე პროგრამის დაფინანსების შემცირების ხარჯზე, პრემიების გაცემა არ მიაჩნია სწორად. ის, რომ ყველა თანამშრომელს, ყველა თვეში პრემია მისცე, ეს, რა თქმა უნდა, არასწორი და მიზანშეუწონელია. მისივე თქმით, თუ ბიუჯეტში დამტკიცებულია საპრემიო ფონდი, რა თქმა უნდა, შეიძლება გაიცეს. მაგრამ, ეს ხელმძღვანელზეა დამოკიდებული და უნდა მოხდეს, კანონმდებლობის თანახმად თანამშრომლების შერჩევა. ანუ თუ ადამიანი ასრულებს სამუშაოებს სხვა თანამშრომელზე უკეთ და არასამუშაო საათებში უხდება სამსახურში ყოფნა, ამისთვის არსებობს წახალისების ერთგვარი ფორმები. მე მიმაჩნია, რომ შერჩევითი პრინციპი მართლაც უნდა არსებობდეს და, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს რაიმე პროგრამების დაფინანსების შემცირების ხარჯზე, ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია. ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული. საკვები პროდუქტების გაძვირების ფონზე, მოსალოდნელია სოციალური ფონის გაუარესება, რაზეც სახელმწიფოს ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ პრემიის გაცემა- მიღების თვალსაზრისით, ყოველგვარი რეკორდი მოხსნა და ამ მიმართულებით საკუთარ თანამშრომლებზე, ბიუჯეტიდან 85 650 ლარი დახარჯა. აქედან, თავად გამგებელ გოგუაძეს 8260 ლარი ერგო. 2010 წელს, მის უწყებაში დასაქმებულმა 54 საჯარო მოხელემ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, პრემიები მიიღეს _ სულ 27 780 ლარი. ანალოგიურად მოიქცა, ბატონი გიორგი, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით და უკვე გამგეობაში დასაქმებულ 57 თანამშრომელზე პრემიის სახით 28 740 ლარი გამოყო. იმდენივე დაიხარჯა წინასაახალწლოდაც. ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თანამშრომელმა, ასევე წინასაახალწლოდ პრემია, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიიღეს, ჯამში ამ თანხამ 14 090 ლარი შეადგინა. გოგუაძემ, ორ გამგებელს, ორ გიას, ტაკიძეს და გიორგაძეს გაცემული პრემიების ოდენობით, ორჯერ `გადაუჯოკრა~.

 

One Response to “გია გოგუაძემ რეკორდი მოხსნა”

  1. Giorgi Says:

    ძალიან საინტერესო ინფორმაციაა შორენა..


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s