შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ოზურგეთში საკმაოდ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა January 19, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 12:16 pm

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

საკმაოდ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები, ოზურგეთში დღეს, 19 იანვარს, 13 საათსა და 15 წუთზე დაფიქსირდა. მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლებიდან დედები ჩვილი ბავშვებით ხელში, ყვირილით გამორბოდნენ.დაბნეულებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. დაახლოებით, 10 წუთი, მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა და ძალიან ციოდა, ეზოში იდგნენ. ისინი შიშობდნენ, რომ ბიძგები ისევ განმეორდებოდა.
`ბავშვს ვაძინებდი, კიდევ კარგი, არ იყო ჩაძინებული, მტვრევის ხმა გავიგე, უცებ, აზრზე ვერ მოვედი, ხმა ისევ რომ განმეორდა, წამოვხტი, დავინახე, ჭურჭელი კარადიდან ცვიოდა. უაზროდ დავავლე ბავშვს ხელი და აღარც კი მახსოვს, როგორ ჩამოვირბინე ხუთი სართული’’, _ გვითხრა 29 წლის ნათიამ.
ანალოგიურად მოიქცა ნათიას მეზობელი, ორი შვილის ახალგაზრდა დედა.
`გურია ნიუსი~ ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ მიწისძვრის გამო გამოძახება მათ სამსახურში არ შესულა.
შეტყობინება არც გურიის საგანგებო და სამაშველო სამსახურში მიუღიათ.
როგორც საქართველოს სეისმოლოგიური ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ, მიწისძვრის ეპიცენტრი იმერეთის რეგიონში, კონკრეტულად კი, ვანის რაიონიდან 18 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.
„მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ დაახლოებით, 5,8 მაგნიტუდა შეადგინა”, – აცხადებენ სეისმოლოგები.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. თუმცა, ნგრევის ან დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ბიძგები შესაძლოა მთელი დღის მანძილზე, ან მთელი კვირის მანძილზე განმეორდეს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s