შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

მოგილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს January 7, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 2:14 pm

უწმინდესი მრევლს ამპარტავნების ცოდვის დაძლევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა .
უწმინდესი ბრძანებს, რომ ამპარტავნება არის უპირველესი, უდიდესი და უსაშინლესი ცოდვა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანში ჰქონდა და აქვს მეტ-ნაკლებად ფესვი გადგმული. მისივე თქმით, სხვა ცოდვები შედარებით ნელი მოქმედებისაა, ხოლო ამპარტავნება, როგორც კი ტახტს დაიდგამს ადამიანის სულსა და გულში, იმ წამსვე ღუპავს მას.
“როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარეობას? თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს `მე~-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან, ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, _ უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქი ეპოსტოლეში ასევე აღნიშნავს, რომ ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა.
“მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და, აქედან გამომდინარე, შემოქმედის ადგილიც დაიკავოს. ისეთ დღესასწაულებსაც კი, როგორც შობა ან აღდგომაა, ისინი თავისი თავისთვის იწყობენ და ყველაფერს გარეგნულ ელფერს აძლევენ, ხოლო მათი არსი საერთოდ არ აინტერესებთ. ბეთლემს შობილი ყრმა ყოველ წელს შეახსენებს მსოფლიოს, რომ ხსნის გზა თავმდაბლობითა და უბრალოებით იწყება”, – ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, უწმინდესი ამბობს, რომ ერის გამოღვიძებისა და ღვთისკენ შემობრუნების პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.
“თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოროტი ადვილად არ თმობს პოზიციებს და ახალ-ახალ მოულოდნელობებს გვთავაზობს, მაგალითად, მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფი მოქალაქეებისა, უზნეობით ამაყობს, ცოდვას ცოდვად არ მიიჩნევს და ცდილობს, სხვებიც თავისი მსგავსი გახადოს; სამწუხაროდ, ამას ჩვენი მასმედიის საშუალებებიც ხშირად მხარს უბამენ, “სიმართლის” სახელით ავხორცობისა და სისასტიკის პროპაგანდას ახორციელებენ და ამით, ბოროტს დიდ სამსახურს უწევენ”, – ბრძანა უწმინდესმა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/156127-utsmindesi-mrevls-ampartavnebis-codvis-dadzlevisken-moutsodebs.html

 

One Response to “მოგილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს”

  1. Da_v_id Says:

    შობის დღესასწაულს გილოცავ გურიაა ….

    http://mtvarisklubi.blogspot.com/2011/01/blog-post_06.html


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s