შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ძებნილი ორმხრივი სროლის დროს მოკლეს January 4, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:50 am

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი
ამ დილით სამართალდამცველებმა ძებნილი დათა ქადეიშვილის ლიკვიდაცია მოახდინეს.
ჩვენი ინფორმაციით, ქადეიშვილის ლიკვიდაცია თავისსავე სოფელში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოხდა.
ამ ინფორმაციას ადასტურებს `გურია ნიუსთან~ საუბარში სოფელ შრომის რწმუნებული ზურაბ მჟავანაძე.
მისივე თქმით, ქადეიშვილ ამ დილით შრომაში ერთ-ერთ ოჯახში შევარდა და საკუთარი ბიძის ძმისშვილის ცოლი დაჭრა, რა დროსაც სამართალდამცავებმა მისი ლიკვიდაცია მოხადინეს.
როგორც `გურია ნიუსს~ ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მორიგე ექიმმა ალექსანდრა ჭანტურიამ განუცხადა, შეტყობინება, რომ ქალბატონი დაჭრილი იყო ამ დილით 11:07 წუთზე მიიღეს.
`გამოძახების ადგილზე მისვლის შემდეგ დაზარალებულს მიშკანას ირიციანს გაეწია პირველადი დახმარება, შემდეგ კი საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ, ამ წუთებში მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება, ~_ გვითხრა ჭანტურიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი მაია გიორგაძე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს..
ის, როგორც ყოველთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან ზურაბ გვენეტაძესთან დაკავშირებას გვირჩევს.
`არ ვარ კომპეტენტური ზურაბ გვენეტაძეს დაურეკეთ~, _ გვითხრა გიორგაძემ.
სოფელ შრომის მაჟორიტარი დეპუტატი ირმა რობაქიძე `გურია ნიუსთან~ საუბარში ამბობს, რომ ის ადგილზე არ იმყოფება და მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია.
ქადეიშვილი ეჭვმიტანილი იყო 2010 წლის 15 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მომხდარ მკვლელობაში.

15 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის შესახებ იხილეთ http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=337:2010-12-19-07-58-39&catid=69:2010-11-25-16-48-11&Itemid=114

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s