შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გურიის გუბერნატორის მოადგილე ცენტრალური საავადმყოფოს უხელმძღვანელებს December 29, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:28 am

დღეიდან გურიის გუბერნატორის უკვე ყოფილი მოადგილე კახა ასკურავა ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოს უხელმძღვანელებს. მის დანიშვნას ხელი დღეს დილით მოეწერა.
მან აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ჩანტლაძე შეცვალა, არსებული ინფორმაციით ჩანტლაძის თანამდებობა საავადმყოფოში არსებულ მთელ რიგ პრობლემებს შეეწირა.
ასკურავა ბოლო ორი წელია გურიის გუბერნატორის მოადგილე იყო, მანამდე კი ასევე ორი წელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე.
გურიის გუბერნატორის სავარძელი ჯერჯერობით ვაკანტურია და ამ ეტაპზე ასკურავას შემცვლელის ვინაობა არ კონკრეტდება.
როგორც კახა ასკურავა აცხადებს, მან იცის, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო, თუმცა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ეს სფერო მისთვის ძალიან ნაცნობია.
`ეს ჩემთვის საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. მაგრამ იმედი მაქვს, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ის პრობლემები, რომელიც დღეს ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოშია, დროულად გადაიჭრება~, _ გვითხრა მან.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s