შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

შეჭირვებულები სარგებელს ბიუჯეტიდან ვერც მომავალ წელს მიიღებენ November 8, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:03 am

შორენა ღლონტი

გურია ნიუსი

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება კლებულობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც უამრავი შეჭირვებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი ცხოვრობს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მინიმალურ დახმარებას ყოველ წუთს ელოდება 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება კლებულობს. 2010 წელს ოზურგეთის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულებით 610 000 ლარი გამოიყო. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი აღნიშნული მუხლით 447 200 ლარია გათვალისწინებული. ოზურგეთის წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში 2008 წელს, ანუ საპარლამენტო არჩევნების წელს, სოციალურ დაცვაზე 1 245 300 ლარი იყო გამოყოფილი, 2009 იგი განახევრდა და 676 400 ლარი შეადგინა. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად სოციალურ დაცვაზე გამოყოფილი ფინანსები 2008 წელთან შედარებით 64,1 %-ით შემცირდა. მნიშვნელოვანი შემცირება _ 74%-ით განიცადა ერთჯერადმა სოციალურმა დახმარებამ. 70 %-ით შემცირდა უსახლკაროთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, 59%-ით იკლო ბავშვების სოციალურმა დაცვამ, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებდა. ამასთანავე განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ონკოლოგიურ ავადმყოფთა დახმარება 41,7 %-ით შემცირდა და 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად იგი 40 ათას ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა სტატისტიკის თანახამდ საქართველოში ონკოლოგიურმა დაავადებების რიცხვმა შემაშფოთებლად იმატა. შედარებისთვის, პოლიციისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხარჯებმა აღნიშნულ წლებში 43 %-ით მოიმატა. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანამხად ძალოვნების დასაფინანსებლად 100 000 ლარია გათვალისწინებული. 2009 წელს _107 ათასი, ხოლო 2010 წელს _ 106 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. პოლიციის დაფინანსება თვითმმართველობის ორგანული კანონის თანახმად თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება. `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ ორგანული კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრულია თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები. რომელშიც არ არის ნახსენები, არც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და, შესაბამისად, არც პოლიციის დაფინანსება. პოლიცია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის `რ~ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება, ადგილობრივი თვითმმართველობები – მუნიციპალიტეტები, კი ჯერ-ჯერობით უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს არ წარმოადგენენ. `პოლიციის შესახებ~ კანონის 32-ე მუხლი განსაზღვრავს პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხს, კერძოდ, `სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან~. ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე შეიძლება მოხდეს კონკრეტული ღონისძიების (მაგალითად, კომუნალური მომსახურების) დაფინანსების დელეგირება. თუმცა `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ ორგანული კანონის (რომელიც იერარქიულად `პოლიციის შესახებ~ კანონზე მაღლა დგას) თანახმად, დელეგირებას სჭირდება შესაბამისი მატერიალურ-ფინანსური რესურსების მოყოლებაც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დელეგირებისათვის მხოლოდ `პოლიციის შესახებ~ კანონში არსებული ჩანაწერი არ კმარა, არამედ საჭიროა ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს გამოეყოს მიზნობრივი ტრანსფერიც~, _ გვითხრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ეკონომისტმა ლევან ჩხაიძემ. ხოლო რაც შეეხება 2011 წელს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსების კლებას, ჩხაიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამები საკრებულოს 2008 წლის #14 დადგენილების თანახმად განისაზღვრა. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავდა 11 პროგრამას, რომელზედაც 2008 წელს გამოყოფილი იყო 1 245 300 ლარი. 2010 წელს პროგრამების რიცხვი ხუთამდე შემცირდა, რამაც გამოიწვია დაფინანსების მოცულობის შემცირება 447 ათას ლარამდე. ბიუჯეტით აღარ ფინანსდება, ისეთი პროგრამები როგორიცაა სკოლებისა და ბაღების თანამშრომელთა ელ-ენერგიის შეღავათები, ხანდაზმულთა სოციალური დაცვა და ასე შემდეგ. მომავალი წლიდან, როგორც საბიუჯეტო პარამეტრების გაანგარიშებიდან სჩანს შემცირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა, ასევე ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება დაუცველთა ოჯახებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ გვითხრა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ აქვთ შეჯერებული და `გურია ნიუსს~ ყველა კითხვაზე 15 ნოემბრის შემდეგ უპასუხებს. შესაბამისად, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია, რატომ იგეგმება მომავალი წლიდან სოციალური დაცვის ხარჯების შემცირება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს გამგეობიდან 15 ნოემბრამდე ელოდებიან და მანამდე კომენტირებისგან თავს იკავებენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s