შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ოზურგეთელი ჩინოვნიკები `ქამრების შემოჭერას~ 2011 წელშიც არ გეგმავენ November 8, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:02 am

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი საჯარო მოხელეებს, ქამრების კიდევ უფრო შემოჭერისკენ მოუწოდებს, ოზურგეთელ ჩინოვნიკებზე ეს შეგონება დღემდე არ ვრცელდება და, პირიქით, ქამრების მოშვებასაც გეგმავენ.
მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულთა მაღალანაზღაურებადი ხელფასებით შენახვა, საწვავითა და სატელეფონო ხარჯებით უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, როგორც წარმომადგენლობითი, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება ხარჯების შესამცირებლად დღემდე არაფერს აკეთებს. პირიქით, ისედაც მწირ ბიუჯეტს, კიდევ უფრო მძიმედ დააწვა ახლაშექმნილი აიპიებისა და ხელოვნურად გაბერილი შტატების შენახვა – დაფინანსება.
2010 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტს 196 საჯარო მოხელის შენახვა და მათთვის კომფორტის შექმნა 1 437 000 ლარი უჯდება. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი მხოლოდ აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოში დასაქმებულ 199 საჯარო მოხელეთა სახელფასო ანაზღაურება 1 511 000 ლარს შეადგენს. ამ ხარჯებში არ შედის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო-იურიდიული პირების ე.წ. აიპიების უზრუნველყოფა. 2010 წელს სუბსიდიის სახით მათი დაფინანსება 3 429 000 ლარს შეადგენდა, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ეს თანხა საგრძნობლად იმატებს და 4 028 100 ლარზე ადის.
2010 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯების 5% გაზრდა, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფინანსების 18 % მატება იგეგმება.
საკრებულოსა და გამგეობის ტრანსპორტისა და საწვავის ხარჯები 2010 წელს 161 700 ლარით იყო განსაზღვრული, მომავალ წელს კი მისი გაზრდა 15% იგეგმება. რაც შეეხება ოფისის ხარჯებს, მიმდინარე წელს 408 800 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 2011 წელს ეს თანხა 41%-ით იზრდება. ასევე, იგეგმება მივლინების ხარჯების 21%-ით მატება. შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების შემცირება კი _ 33% იგეგმება.
არაფინანსური აქტივების, ანუ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მხოლოდდამხოლოდ 41 000 ლარის დახარჯვა იგეგმება, მაშინ როცა 2010 წელს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსები ასე გამოიყურება _ 3 961 200 ლარი.
როგორც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე ირწმუნება 2011 წელს ქამრების შემოჭერას აპირებენ.
`ვგეგმავთ, გარკვეული პროცენტით შევამციროთ მომსახურების ხარჯები, საწვავი, მონო ბარათები და სხვა სახის მომსახურება~, _ გვითხრა ტაკიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მექვაბიშვილი ამბობს, რომ საკრებულო კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადაში, ყოველთვის მომჭირნედ მოეპყრობა ყოველგვარ ხარჯს და ეცდება თავისი ფუნქციები, მოვალეობები განახორციელოს კადრებისა და ხარჯების მინიმალური ოდენობით.
შემოიჭერენ თუ არა არჩეულები ქამრებს და რა პროცენტით ეს უახლოეს პერიოდში გამოვლინდება, რადგან ბიუჯეტის პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s