შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

იქნებ ლეგალიზაციის კომისიის შექმნაც “მექანიკური შეცდომა“იყო? November 4, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 5:50 am

შორენა ღლონტი

გურია ნიუსი

რამდენ შემთხვევაში აღიარა საკუთრების უფლება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს მიერ შექმნილმა კომისიამ, რა დარღვევებია ე.წ. ლეგალიზაციის პროცესში და ვინ დაიკანონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაკვეთები ამის შესახებ `გურია ნიუსი~ 2010 წლის #82 21 ოქტომბრის ნომერში წერდა.
როგორც იურისტმა ირაკლი პაპავამ გვითხრა, ხშირ შემთხვევაში, ერთი თვალის გადავლებითაც, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევისა და განსაკუთრებული ჩაღრმავების გარეშეც, ცალსახად ნათელია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული ბევრი გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესების უხეში დარღვევით იქნა მიღებული; უფრო მეტიც, ამ კონკრეტულ შემთხვევებში კომისიას ადმინისტრაციული წარმოება არც განუხორციელებია.
ლეგალიზაციის კომისიის ყოფილი და ახალი მოწვევის საკრებულოს სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიის თავმჯდომარე ვალერიან გირკელიძე და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის როგორც წინა, ისე ამჟამად მოქმედი შემადგენლობის ოთხი წევრი ამბობს, რომ ის შეცდომები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თურმე `მექანიკური შეცდომა~ ყოფილა. ისინი `გურია ნიუსში~ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც კომისიის კანონდარღვევით მუშაობაზე იყო საუბარი, ასე ხსნიან: (საუბრის სტილი დაცულია)
ვალია გირკელიძე: რაც შეეხება კომისიის პირველი სხდომა 2 იანვარს გაიმართაო, ეს არის მექნიკური შეცდომა. იმიტომ, რომ წინა იმაში გვიწერია ჩვენ, რომ ყოველ პარასკევს, რომელიც პარასკევს უწევს 4 იანვარი, ამიტომ ფაქტიურად 4 იანვარს ჩატარდა. 2008 წლის კალენდარს, რომ ნახავთ 4 იანვარი უწევს პარასკევს, ეს მექანიკურია, რომელიც ფაქტიურად ჩატარდა. იმიტომ, რომ გახსნიდანვე, პირველი იმიდანვე, ხომ არ შეიძლებოდა, რაღაცა გაუგებრობა მომხდარიყო იმიტომ, რომ პირველი ოქმი იყო ეს და რაც შეეხება იმ განცხადებას თითქოს და იმავე სხდომაზე, თქვენ იცით რომ გამოვიდა კანონი, არის, ბევრია ისეთი, თითქოს კი არა სწორია, მეორე Dდღესვე, რომ არის, რომ შევხედეთ ჩვენ იმ სიტუაციას ხალხი იყო ძალიან, მოდიოდა მოსახლეობა და ვერ ავუდიოდით ამას, ამიტომ ვაკეთებდით, ფაქტიურად ხარჯებს გადიოდა, მოწმეები უნდა ჩამოეყვანათ, სამი მოწმე დიდ ხარჯზე ადიოდა, ის უნდა წამოეყვანათ, გადაგვეღო ფოტორობოტები, ამიტომ იძულებული გავხდით მივდიოდით წინასწარ კომისიის წევრები, ვნახულობდით.
_ წინასწარ როგორ მიდიოდით, . . . განცხადებების მიღებამდე?
_ გვეუბნებოდნენ ლეგალიზაციას, შემოდიოდა განცხადებით გაკეთება გვინდაო. ვეუბნებოდით გვანახეთო, ვნახულობდით იმ ადგილს თუკი კომისიის ყველა წევრი გადაწყვიტდა, უმრავლესობა ვღებულობდით გადაწყვეტილებას, პროფესიონალია არჩილი მიწათმომწყობია, გადავწყვიტავდით ამას დადებითად, ვეუბნებოდით აიღებთ ამ საბუთებს, განცხადებას ვაწერიებდით, მეორე დღეს და ვაძლევდით კომისიას და საბუთს ვაძლევდით განმცხადებელს. იმიტომ, რომ ყველაფერი გაკეთებული გვქონდა, ოფიციალურად გაკრულიც გვქონდა რომელიც ჩვენ ვიცოდით წინასწარ, რომ უნდა გაგვეკეთებინა. იმიტომ რომ წინასწარ შემოდიოდა განცხადებები, ვისთვის უნდა გაგვეკეთებინა.
_ როგორ იმახსოვრებდით ამდენ ზეპირ განცხადებას? თუ მოგმართავდა მოსახლეობა და აქ თუ მოდიოდნენ, რატომ არ მიუთითებდით წერილობითი განცხადების დაწერის თაობაზე?
_ შემოდიოდა თუ არა იმდღესვე გავდიოდით, ეს დაწყებული იყო და უამრავი ხალხი მოდიოდა. ამიტომ, მეორე დღეს უკვე ჩვენ ვაკეთებდით გასვლებს ადგილზე, დათვალიერებას ვახდენდით, თუ იმას მივხვდებოდით, რომ ეს ნამდვილად შემოღობილია და სხდომა მოწვეული იქნებოდა, ვაკმაყოფილებდით. ანუ იყო შემთხვევები, გაგრძელებულა ერთი თვე, იმიტომ რომ შემოვიდა მერე ისეთი საკითხი, ცოტა ისეთი საკითხები იყო, მაგალითად, მოვითხოვდით იმიდან საბუთები, ეკონომიკის სამინისტროდან, აი მაკვანეთში დაგვემართა მასეთი რაღაცა. ორ თვეს გაგრძელდა. იყო ისეთი შემთხვევაც, რომ გარკვეული ცნობები იყო მოსაპოვებელი, ახლა რა არის, იცით? მოსახლეობა შემოდის განცხადებით და რაღაცნაირად ცდილობს, დააკმაყოფილოს, ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ მოსახლეობა ყოფილიყო კმაყოფილი რაღაცნაირათ, თუკი პრობლემა ჰქონდა.
კომისიის წევრი ნესტორ ჟღენტი: იყო შემთხვევა ერთი თვეც გაგრძელებულა, ვინაიდან საბუთების მოძიება იყო საჭირო. რომ რაღაცნაირად მოგვეგვარებინა პრობლემები. თუ თავისთავად რამე პრობლემა იყო, მაგრამ თუ აკმაყოფილებდა კანონიერებას და ადმინისტრაციულ წარმოებას რაც არის განსაზღვრული პრეზიდენტის ბრძანებულებით.
_ თუ ასეა, ქალბატონმა, ვინც 2009 წელს 30 აპრილს განცხადება შემოიტანა 48000 კვადრატის დაკანონებაზე, 2010 წლის 21 აპრილს რატომ დაუკანონეთ?!
ვალია გირკელიძე: მაგ პიროვნებას აქვს მეცხოველეობის ფერმა, მეწარმეა. მისი ფართობი იყო და დავუკანონეთ, იმიტომ, რომ ორ-სამჯერ მივედით და ვნახეთ.
ვასილ ქარჩავა _ ახლა რამდენი წელიწადია ამ კომისიაში ვარ და ახლაც ვმუშაობ ახალი მოწვევის საკრებულოს მიერ შექმნილ ლეგალიზაციის კომისიაში. არის, დავუშვათ, ზოგან არის შესათანხმებელი, გვქონდა ასეთი ფაქტებიც, ხან ტრასის ზონაა, არის ახალ კანონში, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ვადას უფრო ზრდის. ახლა მაგდენ ხანს არ გვქონდა, სარეკრიაციო ზონა არის, ან საპრივატიზაციო ნუსხაშია შესატანი. იმიტომ ვარ კომისიის წევრი, როცა ლეკიანიდან შემომივა განცხადება, რომ შევატყობ ლეკიანია დავუშვათ და არის ცოტა ზღვისპირა ზოლი და ნატანების ტერიტორია იმას ვაგრძელებ იმიტომ, რომ.
_ თუ ისეა, როგორც თქვენ ამბობთ, მაგალითად შეკვეთილში თბილისელ გიორგი დოლიძეს 2 მაისს შემოტანილი განცხადება 23 მაისს დაუკმაყოფილეთ. ეს არ იყო პრობლემა? თუ ერთი წელი ლეკიანში არსებული ფართობის დაკანონებაზე ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება, ეს არ იყო ზღვისპირა?
ვასილ ქარჩავა: თვითონ ვერ აწესრიგებს პიროვნებები ხან, მიხვდი? დავუშვათ სარეკრიაციო ზონაა.
_ ვერ გავიგე, მაგრამ როცა განიხილავთ და მიხვდებით, რომ არ ექვემდებარება
ლეგალიზაციას, არ უნდა შეწყვიტოთ ადმინისტრაციული წარმოება?
_ უნდა გადადო.
_ ვადები 2 დან 6 თვემდე გრძელდება, ეს იმ შემთხვევაში თუ განსაკუთრებული გარემოებაა, თორემ განმცხადებელს შეუძლია სასამართლოს მიმართოს თუ 2 თვეში ვერ მიიღებს კომისიიდან პასუხს. მაგალითად, ქეთევან თავაძემ ჩემი გამოანგარიშებით კვადრატში 7 ლარი და 49 თეთრი გადაიხადა, მაშინ როცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი გიორგაძემ იმავე ზოლში და იგივე სარგებლობისთვის კვადრატში _ 87 თეთრი.
ვალია გირკელიძე: გიორგი გიორგაძეს კანონიერად აქვს ყველაფერი.
_ და ამით რა გინდათ თქვათ, თავაძეს უკანონოდ აქვს დაკანონებული?
_ არა.
_გაუგებრად საუბრობთ, იქნებ ამიხსნათ, ვერ გავიგე, როცა კომისიის სხდომას იწვევთ, ხომ სარგებლობთ საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილებით ამა თუ იმ ზოლში რა ღირს ერთი კვადრატული მეტრი მიწა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიდა, რომ თავაძემ 37 კვადრატში 277 ლარი გადაიხადა
გირკელიძე ეკითხება კომისიის წევრს სასოფლოა მაგი არჩილ?
_ არა, სასოფლო-სამეურნეო.
_ გიორგაძისაც არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულებისაა. მან 2 ნაკვეთის დაკანონებაში 18 ლარი გადაიხადა, ქეთევან თავაძემ 37 კვადრატში 277 ლარი. იქნებ ამიხსნათ, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
არჩილ ღლონტი: პირველ სხდომაზე შეცდომა მოხდა გადაანგარიშებაში, მერე თვითონ თავაძემ, რომ მოიტანა ქვითარი, ვუთხარით, გაესწორებინა და არ გაასწორა.
_ თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ შეცდომას როგორ დავუშვებდით პირველ სხდომაზეო. აი, უკვე აღიარეთ, რომ შეცდომა დაგიშვიათ…
ვასილ ქარჩავა: მომისმინე, აგი რაფერი მომენტია, იცით? საკრებულო რომ გამოიტანს დადგენილებას, მერე იქნებ შეცვალოს ფასი. პიროვნებამ იქნება გითხრას, შეცდომა იყოო, მაგრამ ვერ გეტყვით აქ ყველაფერი სახელმწიფო ფასითაა დადგენილი. შენ მიხვდი ახლა, რასაც ვამბობთ, აქ რატომ არის ნაკლები და აქ რატომ არის მეტი? შეიძლება ამ პიროვნებას მერე უთხრეს, შეცდომააო, მაგრამ აღარ გაასწორა. მერე პრეტენზია ჩვენთან დარჩა.
_ ვერ გავიგე.
ვალია გირკელიძე: ვერ ნახავ ჩვენთან ადამიანებს, ვისაც რაიმე პრეტენზია ჰქონდეს, ან წინააღმდეგობა, ან უკანონოდ გაგვიკეთა, პირიქით `გურია ნიუსში~ იყო წერილი თუ როგორ ვმუშაობდით, ღამეებს ვათენებდით და ასეთ რეჟიმში ვმუშაობდით, ყველა კმაყოფილი იყო. შენახული მაქვს ის ნომერი.
_ მე გეკითხებით იმ დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოფიციალურად მომაწოდა. ამავე დოკუმენტებში დაფიქსირებულია ისეთი პიროვნებები, რომლებსაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის არ აქვს თანხა გადახდილი. იმ შემთხვევას ვგულისხმობ, როცა თანხის გადახდას ექვემდებარებოდა.
ვალია გირკელიძე: ჩვენ მაშინ მართლზომიერებას ვაკეთებდით.
_ თქვენ გეკითხებით, კომისიის წევრებს?
ვალია გირკელიძე: ყველას კანონიერ ჩარჩოში აქვს ჩასმული.
_სარგებლობისთვის თანხას ყველა შემთხვევაში ახდევინებდით?
_ რა თქმა უნდა.
_ სილაურში მცხოვრებ თამაზ გორგაძეს რატომ არ აქვს საკუთრების უფლების აღიარებისთვის თანხა გადახდილი?
არჩილ ღლონტი: მართლზომიერი მფლობელი იყო, მაგის საბუთი იყო.
ვალია გირკელიძე: ალბათ, მექანიკური შეცდომა იყო.
_ იგივე მართლზომიერ მფლობელობისთვის ნარგო ლომინაძეს გადახდილი აქვს შესაბამისი თანხა..
არჩილ ღლონტი: ეგ ყველა მექანიკური შეცდომაა.
_ სარგებლობაში აკაკი მიქელაძეს არ აქვს თანხა გადახდილი.
ვალია გირკელიძე: როგორც მე მახსოვს, არის მართლზომიერი მფლობელი, სახლი აქვს, კარი აქვს და უკან მოღობილი აქვს.
ვასილ ქარჩავა: მოდის პიროვნება და ამბობს, მივხვდი რასაც ამბობთ, განახებს ოქმს. მე ახლაც ვაგრძელებ მოქმედ კომისიაში მუშაობას, ვერ გავიგე, რომ არ დაგვეკანონებინა, იტყოდით, რატომ არ დაუკანონეთო და ახლა ვისაც დავუკანონეთ, ამბობთ რატომ დაუკანონეთო? ჩვენ ამ ყველაფერს უხელფასოდ ვაკეთებთ, მაგრამ რატომ არის ყოველთვის ლეგალიზაციის თემა აქტუალური, კანონდარღვევაა რამე? რომ გეუბნება ადამიანები მექანიკური შეცდომააო… . .
_ ვერ გავიგე თქვენი კომენტარი, მე მაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს და აღნიშნულ დოკუმენტებში არსებულ დარღვევებზე გეკითხებით.
ვალია გირკელიძე: არავითარი დაინტერესება არაა.
_ მაჩვენეთ პირველი სხდომის ოქმი
_ აგერ წერია, რომ კომისიის პირველი სხდომა ჩატარებულ იქნას 2008 წლის 2 იანვარს, რომელიც შეცდომითაა. კომისიის ყოველი სხდომა ჩატარდეს ყოველ პარასკევს. ე.ი. 2 იანვარი 4 იანვრის მაგივრად ჩავწერეთ.
ვასილ ქარჩავა: უბრალოდ, ორი ჩავწერეთ რა, ეს მექანიკური შეცდომაა.
ვანო კუტუბიძე: თორემ აქ 2 იანვარს რომ არავინ მოვიდოდა, ეს ყველამ იცის, ვქეიფობდით, სად გვეცალა სხდომისთვის.
_ კარგით, სხდომა 2 იანვარს ჩაატარეთ, როგორც თქვენ ამბობთ _ 4 იანვარს, გადაწყვეტილებებიც 2 იანვრით არის დათარიღებული, ესეც მექანიკური შეცდომაა?
ვასილ ქარჩავა: ავტომატურად წავიდა მერე.
_ რა მექანიკური შეცდომები? თუ 4 იანვარს ჩაატარეთ პირველი სხდომა, რატომ არ მოხდა ოქმის შესწორება?
ვალია გირკელიძე: კარგი რა, შორენა, რამდენჯერ ვათვალიერებდით, მერე შეიცვალა ახლა ყველაფერი. დოკუმენტის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული. გადაწყვეტილებებში თუ იქნება რაღაცეები მექანიკური, მაგალითად, გვარებში არის შეცდომები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, მექანიკური. შეიძლება პიროვნებას შენობა შესყიდული ჰქონდა, მაგრამ მიწაზე რომელზეც ეს შენობა იდგა, არ იყო ლეგალიზებული, ჩვენ პრეზიდენტმა უფლება მოგვცა, ასეთ შემთხვევებში მისი ლეგალიზება მოგვეხდინა. აქ მექანიკური შეცდომის გარდა, სხვა შეცდომას ვერ ნახავთ.
_ მართლზომიერი ფართობის საკუთრების აღიარებისთვის რა საბუთები იყო წარმოსადგენი?
_ ზუსტად არ მახსოვს ახლა, მაგრამ მგონი 1995 წლამდე თუ სარგებლობდა, გადიოდა მართლზომიერ სარგებლობაში, უნდა ჰქონოდა გადახდის ქვითარი, ხომ იყო მიწის გადასახადი ადრე, ძირითადად, მოწმეებზე დაყრდნობით ხდებოდა და ადგილზე დათვალიერებით.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ მამია ბარამიძემ ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე, 20 166 კვ.მ, მიწის ფართობი დაიკანონა. გადაწყვეტილებაში წერია, რომ წარმოდგენილი აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი, გადახდის ქვითრებიც წარმოგიდგინათ?
_ გადახდის ქვითრები? აქვს მას დოკუმენტები წესრიგში, მოწმეები ჰყავს. საერთოდ, 2010 წელს 10 საკუთრების უფლება აღიარა კომისიამ. ადრე ისეთი ამბავი იყო, რომ თუ დაინტერესებული მხარე არ მოვიდოდა კომისიის სხდომაზე მაშინ მინდობილება უნდა ჰქონოდა სხვას. იმიტომ იყო სულ ჩხუბი აქ. მერე დავდიოდით ჩვენ, რომ მოგვესწრო ფაქტიურად. დღეში ხუთ, ათ და ოც ოჯახში დავდიოდით, შევისწავლიდით. ჩამოვიდოდნენ, აქ მოიყვანდნენ სამ მოწმეს, ხარჯს გასწევდნენ. მერე ამ ადამიანს, რომელმაც ამდენი ხარჯი გასწია, კომისია უარს ეტყოდა, ხარჯს ტყუილად კარგავდა. აზომვითი ნახაზი 100 ლარი მაინც უჯდებოდა. როცა მივხვდით, რომ ეს უკვე აღარ შეიძლებოდა, მივდიოდით ვნახულობდით, მივიღებდით ზეპირ გადაწყვეტილებას, ფაქტიურად აღიარების, კომისიის სხდომაზე ვაფორმებდით ამ გადაწყვეტილებას, ჩვენთვისაც იოლი იყო და მაგი, რომ არ გაგვეკეთებინა, უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ისე გავალდებულებდნენ პრეზიდენტის ბრძანებულებაა, რომ არ შეიძლებოდა სხვანაირად მოქცევა. გვეუბნებოდნენ უფასოდ გვიწევს და თქვენ არ გვაძლევთო. ამ ქმედებით ჩვენ ძალიან ბევრი გადავარჩინეთ თანხის გადახდას. სხვანაირად არ შეიძლებოდა, კი კანონით კარგი იყო, სწორი იყო პრინციპში, მაგრამ იქ უკვე ზარალდებოდა მოსახლეობა. დარღვევა არ არის, როცა იურისტი ირაკლი პაპავა ამბობს, კარგია თუ ასე ოპერატიულად მუშაობდნენო. მისი საუბრიდან გამოდის, რომ ჩვენ, თითქოს, არ დავდიოდით და არ ვამოწმებდით. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, რომ ყველგან ვიყავით. თქვენთან დიდი მადლობა ამ შეცდომების აღმოჩენისთვის. ახლა კანონში წერია, რომ ჩვენ გვაქვს ამ შეცდომების გამოსწორების უფლება და გამოვასწორებთ. სიმართლე გითხრა, ასე არ ჩაგვიხედია, რადგან ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ყველაფერი კანონიერად გვქონდა. ელემენტარული შეცდომებია ბეჭდვაში.
_ სხდომის ოქმის თანახმად, რომელიც 2 იანვრით თარიღდება და თქვენ ამბობთ 4 იანვარს ჩატარდა, ნატალია აროშიძე ესწრებოდა?
ვანო კუტუბიძე: არ ვიყავითYაქ 2 იანვარს და ძალა ხომ არ არის რა. თქვენ ლეგალიზაცია გნებავთ?
_ ვერ გავიგე?
_ არა, რაიმე ნაკვეთის ლეგალიზება ხომ არ გინდათ _ მეთქი?
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იმიტომ დავწერე, ნაკვეთის ლეგალიზება მინდა?
_ ხომ არ გინდათ _ მეთქი…
სამჯერ დამისვა ვანო კუტუბიძემ ერთი და იგივე შინაარსის შეკითხვა. შემდეგ კი კითხვით მომმართა:
თქვენ ვინმე რომ დააკავონ, გაგიხარდებათ, ამასაც ისე გამოიძიებენ, როგორც ბახმაროს მიწებსო, რომ გიწერიათ, რა გაგიხარდებოდათ 380 საჯარო მოხელე რომ დაეკავებინათ, ხომ მიატოვა ყველა მათგანმა სახელმწიფოს სასარგებლოდ ნაკვეთები.
_ კითხვაზე არ მიპასუხეთ. 2008 წლის 4 იანვარი დატვირთული დღე იყო, მეორე დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა. ნატალია აროშიძე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი იყო და თქვენს მიერ ჩატარებულ სხდომას ესწრებოდა?
_ კი, კი, ესწრებოდა. ხოდა იმიტომაც ჩავატარეთ სხდომა, რომ მეორე დღეს არჩევნები იყო და ხალხი არ გვყოლოდა განაწყენებული.
ირაკლი პაპავა აცხადებს, რომ ცოტა არ იყოს, გაუგებარი რჩება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აწ უკვე ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების ზემოაღნიშნული შეფასებები. პრაქტიკულად, რა გამოდის: წინა მოწვევის საკრებულოში ლეგალიზაციის კომისიის საქმიანობა თავიდან ბოლომდე `მექანიკური (და არა მარტო მექანიკური) შეცდომა~ იყო? ან როგორ უნდა მოვიქცეთ, ლეგალიზაციის კომისიის საქმიანობის კანონიერების შეფასების საზომად, კომისიის მიერ კანონის სავალდებულო მოთხოვნათა შესრულების ნაცვლად, კომისიის საქმიანობით საყოველთაო კმაყოფილება და ის მომენტი უნდა მივიჩნიოთ, რომ კომისიის მიმართ არავის პრეტენზია ან წინააღმდეგობა არ გააჩნია და რომ არჩევნების წინ ხალხი არ უნდა განაწყენებულიყო და `ზედმეტი~ ხარჯი არ უნდა გაეწია? ან ის, რომ კომისიას, მაგალითად, ხშირ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესების უხეში დარღვევით აქვს მიღებული გადაწყვეტილება (უფრო მეტიც, საერთოდ არ განუხორციელებია ადმინისტრაციული წარმოება), მხოლოდდამხოლოდ `მექანიკურ შეცდომად~ უნდა ჩავთვალოთ და არა ასეთი გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძვლად? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდა იმისა, რომ უკანონოა, ასევე არასერიოზულად და არადამაჯერებლად ჟღერს წინა მოწვევის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის წევრთა განმარტება, თითქოსდა, კომისია მოქალაქეთა ზეპირ განცხადებებს იღებდა და იმავე თუ არა, მეორე დღეს მაინც მიწის ნაკვეთებს ადგილზე ამოწმებდა; არადამაჯერებლად ჟღერს თუნდაც იმ ფონზე, რომ კომისიიდან ოფიციალური წერილობითი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისას კომისიას 10-დღიან ვადაში ჩატევა უჭირდა (მაშინ, როდესაც, კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოწოდებას ექვემდებარებოდა და 10-დღემდე ვადის გამოყენების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობდა). და კიდევ ერთი: როდესაც საჯარო მოსამსახურე ხარ და ასეთ მნიშვნელოვან კომისიას წარმოადგენ, მსგავსი ტიპის `არადამაჯერებელი~ (მეტისმეტად მსუბუქად თუ არაა ნათქვამი) არგუმენტებით აპელირება მინიმუმ არაპროფესიონალურია (საერთოდ, დაუშვებელი თუ არაა). ეს თვალნათელი დასტურია იმისა, რომ ნებისმიერი დონის საჯარო დაწესებულებასა თუ ორგანოში კადრების შერჩევა პროფესიონალიზმის დონის მიხედვით უნდა ხდებოდეს და არა მხოლოდ, დავუშვათ, მმართველი პოლიტიკური პარტიის წინაშე მავანთა და მავანთა რაღაც `დამსახურებების~ გამო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s