შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

მიმართვა October 30, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:01 am

არასამთავრობო ორგანიზაცია `მედია და საზოგადოება”, გაზეთ “გურია ნიუსის” მიმართ განხორციელებული ძალადობის კიდევ ერთ გამოვლინებას გმობს და მოუწოდებს, როგორც სახელისუფლებო, ისე ძალოვან სტრუქტურებს, სასწრაფოდ იქნას გამოკვლეული ის დივერსიული ფაქტი, რომელსაც გაზეთის რედაქციის მიმართ ჰქონდა ადგილი და დამნაშავეები შესაბამისად დაისაჯონ.

`ქართული მედიის დიდი ნაწილი და მათ შორის გაზეთი “გურია ნიუსი”, ფაქტობრივად უანგაროდ ემსახურება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის კომუნიკაციის არსებობას და ნაკლოვანებების აღმოფხვრას. უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის და რეგიონის განვითარებაში, რის გამოც ქვებს არ უნდა ესროდნენ. ეს, მთლიანად ქართული დამოუკიდებელი მედიის მიმართ ნასროლი ქვაა!

არ არსებობს ძალა, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტებს, უარს ათქმევინებს თავის საქმეზე, ვერც ქვების და ვერც ტყვიების სროლის ხარჯზე.

ამ ფაქტის, ისევე, როგორც სხვა დანარჩენის გამოძიება, თავისუფალი მედიის მიმართ, ხელისუფლების მიდგომის დემონსტრირება იქნება.

ამიატომაც, იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად მაინც გაირკვევა, დაისჯება და არ განმეორდება მსგავსი ფაქტები,”-ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ფოთში მომუშავე ჟურნალისტების ერთი ნაწილი და საზოგადოების წარმომადგენლები უერთდება.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s