შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა და ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა თანამდებობები დატოვეს October 27, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 10:21 am

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა ზაზა ცხაკაიამ და ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა ილია ჯალაღანიამ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს . როგორც პროკურატურაში განმარტეს, ჯალაღანიამ და ცხაკაიამ თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე გუშინ დატოვეს. პროკურატურაში არ ადასტურებენ, რომ პროკურორები თანამდებობიდან გადააყენეს. არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული პროკურორების გათავისუფლება უკავშირდება ბახმაროს რეკრეაციული ზონის გაჩეხვას. აღმოჩნდა, რომ ამ ზონაში 380 მაღალჩინოსანს უკანონოდ მიწის ნაკვეთები ჰქონდათ შეძენილი. გამოძიებას შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს. ამ საქმესთან დაკავშირებით, თანამდებობები რამდენიმე კვირის წინ გურიის პოლიციის მაღალჩინოსნებმაც დატოვეს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s