შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

რას ფიქრობენ და რა აინტერესებთ ევროპელებს საქართველოს შესახებ October 21, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:56 am

შორენა ღლონტი

ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია: `ამერიკულმა მხარემ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. როგორ ფიქრობთ, მოასწრებს მიხეილ სააკაშვილი თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2013 წლამდე ამის გაკეთებას?~

დემოკრატია, აბსოლუტური თავისუფლება, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლიანი ჩინოვნიკები და 11-მილიონიან ქვეყანაში 7% უმუშევრობა, _ ასეთია ჩეხეთის რესპუბლიკის დღევანდელი რეალობა.
ოთხი ქართველი ჟურნალისტი და ამდენივე თვითმმართველობის წარმომადგენელი ჩეხეთში ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია `კივიტას გეორგიკასა~ და ჩეხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია `აგორას~ ერთობლივი პროექტის _ `საჯარო პოლიტიკა~ ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. თვითმმართველობების წარმომადგენლები ჩეხი კოლეგების მუშაობას გაეცნენ, ხოლო ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს, ასევე რამდენიმე ცნობილი ჟურნალისა და გაზეთის დათვალიერების გარდა, მათი რედაქტორებისა და წამყვანი ჟურნალისტების ვორქ-შოპებს დავსწრებოდით. სასწავლო ვიზიტი ფონდ `ღია საზოგადოება – საქართველოს~ ფინანსური მხარდაჭერით გახორციელდა.
ჩვენს ჩეხ კოლეგებს, ჩვენგან განსხვავებით, პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში ხელს არავინ უშლის, ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან და ინფორმაციის მოპოვება მათთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მეტიც, ის პრობლემები, რაც Dდღეს დგას საქართველოში ჩეხეთში 1990-იანი წლების მიწურულს აღმოფხვრეს. ცნობილი ჩეხი მოდერატორი ბარბარა კრუჟკოვა ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე, ერევიან თუ არა საჯარო მოხელეები ჟურნალისტების საქმიანობაში და როგორ მოახერხეს, რომ ხელისუფლებას მცდელობაც აღარ აქვს ჩაერიოს მათ საქმიანობაში, პასუხობს: დაახლოებით 15 წლის წინ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს სურვილი ჰქონდა, გაეკონტროლებინა საზოგადოებრივი ტელევიზია, ჩარეულიყო ჟურნალისტების საქმიანობაში, თუმცა ტელევიზიამ ამის შესახებ თავის მაყურებელს მოუთხრო, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა და ამის შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ ჟურნალისტებთან თამაში კარგს არაფერს მოუტანდა. და კიდევ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასურველი და არასასურველი ჟურნალისტები, ვერც ერთი რანგის ჩინოსანი ვერ გაბედავს კომენტარი არ მისცეს ჟურნალისტს, მან იცის, რომ იმ შემთხვევაში თუ ის კითხვებს არ უპასუხებს, საზოგადოების ნდობას დაკარგავს. საჯარო ინფორმაციის მოპოვება წლებია სირთულეს აღარ წარმოადგენს, ამ მხრივ არც ერთი საჯარო მოხელე კანონს აღარ არღვევს.
ქართველი ჟურნალისტები ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო არხზე პირდაპირ ეთერში პრაღიდან გამომგზავრების დღეს მიიწვიეს.
გადაცემა `სვეტოდილმა~ ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუს 10 წუთი დაუთმო. გადაცემის წამყვანის მთავარი კითხვები რუსეთ-საქართველოს და საქართველო-ნატოს ურთიერთობებს შეეხებოდა. „კვლავაც რჩება თუ არა ნატოში გაწევრიანება საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი და რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ, გაიზარდა თუ შემცირდა საქართველოში ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი? _ წამყვანმა გადაცემა ამ კითხვით დაიწყო.
ის, ასევე დაინტერესდა ქართველი ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხით და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივით. წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ `ამერიკულმა მხარემ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. როგორ ფიქრობთ, მოასწრებს მიხეილ სააკაშვილი თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2013 წლამდე ამის გაკეთებას?~
`ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი მინიშნება იყო იმაზე, თუ რას ფიქრობენ და რა აინტერესებთ ევროპელებს საქართველოს შესახებ~, – უთხრა `გურია ნიუსს~ 24 საათის ჟურნალისტმა მაია მოსიაშვილმა.
და კიდევ ამ დღეს ჩეხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, ჩვენი კოლეგების თქმით, ისინი აბსოლუტურად არ აშუქებენ კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიას.
`საერთოდ არ ვუთმობთ დროს რომელიმე კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას. ეს რა ჩვენი საქმეა, ჩვენ ვაწყობთ საჯარო დებატებს, აბსოლუტურად თანაბარ დროს ვუთმობთ კანდიდატებს და ვაძლევთ ამომრჩევლებს საშუალებას ხმა მისცეს მისთვის მისაღებ კანდიდატს~, _ გვითხრა ჩეხეთის სახელმწიფო რადიოს ჟურნალისტმა ვაცლავ საჩორთამ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესები ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საათობით მიმდინარეობს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s