შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ოზურგეთში 24 წლის ახალგაზრდა მოკლეს October 21, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:00 am

ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროსთან ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლული 18 ოქტომბერს, საღამოს იპოვეს. მას ერთადერთი გამჭოლი ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
გარდაცვლილი 24 წლის ოთარ გიორგაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჟორჟოლიანის ქუჩაზე ცხოვრობდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მომხდარიდან, რამდენიმე წუთში დააკავეს.
როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, ყვირილის ხმა მოესმათ, ოთარის მამიდა შველას ითხოვდა, თუმცა როცა შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ის უკვე გარდაცვლილი იყო.
`ხმაურზე გავიქეცით, იქვე ახლოს Fპურის საცხობია, იქედანც მორბოდნენ მამაკაცები, ვხედავდით, რომ ოთარი ჩაბრუნებული ეგდო, როცა ხელი მოვკიდეთ უკვე ცოცხალი აღარ იყო. ამოვაბრუნეთ და გულში ერთადერთი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ სისხლის წვეთიც არ აჩნდა. ეს ყველას ტრაგედიაა~, _ გვითხრა გარდაცვლილის მეზობელმა.
როგორც მეზობლები ჰყვებიან, მოკლულს ეჭვმიტანილთან რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება ჰქონდა, თუმცა მათი დაპირისპირება სერიოზულ ჩხუბში არ გადაზრდილა, ამას ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ ბოღმას ჩაიდებდა გულში და ახალგაზრდა მამაკაცს სიკვდილისთვის გაწირავდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s