შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ყოფილი პოლიციის შენობა 4800 ამერიკულ დოლარად გაიყიდა September 20, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:28 am

შორენა ღლონტი

ოზურგეთის პოლიციის ყოფილი შენობა ფიზიკურმა პირმა 4800 ამერიკულ დოლარად შეისყიდა. 2010 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მორიგი აუქციონი გაიმართა. აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებიდან ოზურგეთში აპოლონ წულაძის ქ. №7-ში მდებარე ორსართულიანი, პოლიციის ყოფილი შენობა, გაშენების ფართი – 1400 კვ.მ., საერთო ფართი – 2396 კვ.მ. და მასზე დამაგრებული 2833 კვ.მ. მიწის ფართობი გაიყიდა. ობიექტის საწყისი ფასი 4 000 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა მყიდველმა ფიზიკურმა პირმა, სავარაუდოდ ავთო ღლონტმა, იმ პირობით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაკავებულ შენობა-ნაგებობებში ჩაატარებს ან დააფინანსებს 70 000 აშშ დოლარის (ექვივალენტური ლარებში) სამშენებლო-სამონტაჟო ან/და სარემონტო სამუშაოებს, ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა 4 800 აშშ. დოლარად შეისყიდა. როგორც გვითხრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი კვადრატი მიწის საწყისი ფასი 80 ამერიკული დოლარიდან იწყება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s