შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

საჯარო მოხელეები თანამდებობებს ტოვებენ September 20, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:29 am


შორენა ღლონტი


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზაზა გოგუაძემ და მისმა თანამშრომელმა გიორგი თავართქილაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე.

როგორც მან `გურია ნიუსს~ განუცხადა გოგუაძემ და თავართქილაძემ გამგეობის კანცელარიაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 14 სექტემბერს შეიტანეს, რომელიც გამგებელმა იმავე დღესვე დააკმაყოფილა.
ასევე არსებული ინფორმაციით, გადადგომის შესახებ დაწერეს განცხადებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გიორგი ჩაგანავამ, აიპის საპროექტო და აზომვითი ნახაზების დირექტორმა კახა გაგუამ და გამგებლის მოადგილემ ლავრენტი ქვილორიამ, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს გიორგი ტაკიძე.
გოგუაძის და თავართქილაძის გათავისუფლება ოზურგეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მინდია დოლიძის დაკავებას ეხება.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის ქრთამის აღების ბრალდებით 10 სექტემბერს დააკავა, თუმცა როგორც გამგეობაში გვითხრეს დოლიძეს არანაირი უფლება არ ჰქონდა ნებართვა გაეცა, მით უფრო ნებართვის გაცემას თანხის გადახდა არ სჭირდება.
`ნებართვის სურვილის მიმღები, მუნიციპალიტეტს წერილობით მოგვმართავს და იმ შემთხვევაში, თუ შვიდი დღის განმავლობაში ვერ მიიღებს ჩვენგან წერილობით პასუხს განმცხადებელს უფლება აქვს მშენებლობა დაიწყოს~, _ გვითხრეს გამგეობაში.
როგორც დოლიძის ახლობლები ამბობენ, მინდიას საღამოს საათებში დაურეკეს და უთხრეს: `ფული მაქვს ასაღები, ოზურგეთში არ ვარ, მიდი, გამოართვი და ხვალ ჩამოვალო~, თუმცა, მისი ახლობლებისთვის უცნობია, ვინ იყო ამ სიტყვების ავტორი. ფარულ გადაღებაში, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გაავრცელა ისმის _ `აიღე ეს 3000 და დანარჩენ 10000 შემდეგ მოგცემ~. დოლიძის ახლობლები იმედოვნებენ, რომ გამოძიება დაინტერესდება იმით, თუ ვის ჰქონდა დაკავებულთან სატელეფონო საუბარი.
რაც შეეხება დანარჩენ ზემოთ ჩამოთვლილ საჯარო მოხელეებს, ისინი ბახმაროს მიწებს შეეწირებიან.
როგორც წყარო ამბობს, უკვე არსებობს 15 საჯარო მოხელის სახელობითი სია, ვინც ამ დღეებში დატოვებს დაკავებულ თანამდებობებს. ჩაგანავა და გაგუა, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 17 სექტემბერს ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან, დასაკითხთა რიგებში იდგნენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s