შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ელიტარული კორუფცია გურიაში September 20, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:34 am

შორენა ღლონტი

მაღალჩინოსნებს თანამდებობებს ატოვებინებენ, საჯარო მოხელეებსა და სამართალდამცავებს დაკითხვებზე იბარებენ, ვის დაკავებას ცდილობს გამოძიება?
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბახმაროში უკანონოდ-დაკანონებული ფეშენებელური სახლების და გაყალბების გზით შეძენილი მიწების მეპატრონეები, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონის უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა ბოლქვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი შოთა ჭანუყვაძე, საგადასახადოს ყოფილი, ამჟამად კი საფინანსო პოლიციის თანამშრომელი ალექსანდრე სურგულაძე, სხვადასხვა რანგის ჩინოსნები, საჯარო მოხელეები, ბიზნესმენები და ფიზიკური პირები არიან.
წყაროს თქმით, უკვე დაიწყო ბახმაროს მიწების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების პროცესი. რამდენიმე მეპატრონემ უკვე მაიტოვა უკანონოდ გადაფორმებული ფართობები.
წყარო ვარაუდობს, რომ მიწის მფლობელები თუ ნებით არ მიატოვებს შეძენილ-დაკანონებულ ფართობებს, იძულებით მიატოვებინებენ. ამის შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ ტერიტორიას აუქციონის წესით გაყიდის და ამ გზით ბიუჯეტი შეივსება. ზოგიერთ ჩინოსანს კი გირაოს გადახდა მოუწევს, ზოგს კი თანამდებობის დატოვება მოუხდება.
რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინე სუნგულია `გურია ნიუსთან~ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში, მარტო ელიტარული კორუფცია არ ყვავის.
`როცა პრეზიდენტი აცხადებდა, რომ საქართველოში კორუფცია დამარცხდა, ამ დროს ელიტარულ კორუფციაზე ვსაუბრობდით. აღმოჩნდა, რომ საქართველოში კორუფცია ისევ მეფობს, მე მგონი იმაზე მეტად, ვიდრე შევარდნაძის მმართველობის დროს.
მაშინ ეს პროცესები ღია იყო, ახლა კი დაფარულია. დაბალ დონეზე გაქრა კორუფცია, მაგრამ საშუალო და ელიტურ დონეზე ყვავის, იმაზე მეტად ვიდრე ვარდების რევოლუციამდე იყო~, _ ამბობს სუნგულია.
`გურიის რეგიონში მომხდარი ბოლოდროინდელი ფაქტები, არ მიმანიშნებს, რომ ეს ხელისუფლება გამოსწორებას აპირებს. მათ^ ყველაფერში ორმაგი სტანდარტები აქვთ, კორუფციის დიდ ჯაჭვში, პატარა რგოლი _ გურია `გაწირეს~.
მარინე სუნგულია ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი ან პიარია, ან კიდევ `გურიის~ მფარველზე გასვლა სურთ.
`თუ ეს პროცესი შეწყდება და კანონის შესაბამისად არავინ დაისჯება, ჩამოერთმევათ ქონების ნაწილი და ამ გზით შეივსება ბიუჯეტი და ისევ შეინარჩუნეს გურიის მაღალჩინოსნებმა თანამდებობები, ეს დაადასტურებს იმას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ ხელისუფლებისთვის პიარია და მეტი არაფერი.
ან დასაშვებია, რომ ჯაჭვში `გურიის რგოლი~ გაიწიროს, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ ვიღაცას ვიღაცაზე გასვლა სურს~, _ გვითხრა რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
გამოძიებასთან დაახლოებული, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბახმაროში, აკრძალულ ზოლში ფლობენ მიწებს, როგორც 15-მდე სამართალდამცავი, ასევე გურიის რეგიონის ადმინისტრაციული ორგანოს მაღალჩინოსნები, 100-მდე საჯარო მოხელე და მათი ოჯახის წევრები.
მისი ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში ჰყავდათ დაბარებული პრივატიზებისა და ქონების აღრიცხვის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბესო ქარჩავა, ხოლო ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში გურიის რეგიონის საგადასახადოს სამსახურის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან ერთად, საჯარო მოხელეები.
`გურია ნიუსი~ სისტემატურად წერდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ კორუფციაზე, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და კანონდარღვევით შედგენილ ათიათასობით ლარის ღირებულების ხელშეკრულებებზე, თუმცა ეს ფაქტები ჯერჯერობით იგნორირებულია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s