შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გამგეობაში ახალი სამსახურები იქმნება September 20, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:30 am

შორენა ღლონტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალი სტრუქტურითა და ახალი საშტატო განრიგით მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება. ამასთანავე შეიქმნება ახალი სამსახურები და თანამშრომლებთა გადანაცვლება მოხდება.
`გამგეობაში სტრუქტურული ცვილებები მოხდება, მალე ახალ საშტატო განრიგზე გადავალთ. იგეგმება რეორგანიზაცია და კადრების გადანაცვლება. თუმცა, შტატები არ გაიზრდება, მაგრამ არ არის გამორიცხული ვაკანსიებიც გაჩნდეს~, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ.
მისივე თქმით, შეიქმნა ახალი სამსახურები: არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახური; მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური; ადმინისტრაციული სამსახური. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, მობილიზაციისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის კი ახალი შტატი დაემატა.
`ადრე იყო შტატი სამოქალაქო თავდაცვა და დაიკარგა, ახლა კი დადგა ამის აუცილებლობის საკითხი, ვფიქრობ, კრიზისული სიტუაციების მართვის დროს უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტში სამოქმედო გეგმა.~
ახალ სამსახურებთან ერთად ახალი განყოფილებები შეიქმნა _ ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. მოქალაქეთა მიღების, საქმის წარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. მუნიციპალიტეტის გამგებელს ორი მოადგილე ეყოლება, ტერმინი პირველი მოადგილე აღარ იქნება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s