შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გამგებლის მოადგილე ბუღალტერია?! September 20, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:33 am

შორენა ღლონტი

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის შპს `კასაბლანკას~ ბუღალტერია. იურისტის განცხადებით, თუკი თანამდებობის პირმა დაარღვია კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები (ანუ თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში არ აღმოფხვრა შეუთავსებლობა), მაშინ იგი უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, `საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ლავრენტი ქვილორიამ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2010 წლის 7 სექტემბერს შეავსო.
ქვილორია მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
გამგებლის მოადგილე დაბა ურეკში 400 კვ.მ. ფართობს ფლობს, მისი მამა სერგო ქვილორია კი ასევე ურეკში, ამავე მოცულობის ნაკვეთს. ამას ემატება 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი გოგებაშვილის ქუჩაზე, ამას ემატება საცხოვრებელი სახლი რომელიც 300 კვ. მეტრზეა აშენებული.
გრაფა _ ქონება რომელიც 10000 ლარს აღემატება მონაცემებს არ შეიცავს, დეკლარაციის მიხედვით ქვილორიას არც ფასიანი ქაღალდები გააჩნია.
მას `ტაო-პრივატ~ ბანკიდან 1000 ლარი აქვს კრედიტის სახით გამოტანილი, ვი-თი-ბი ბანკში კი სახელფასო დებეტი 40 ლარი ერიცხება.
ქვილორიების ხუთ სულიანი ოჯახი ნაღდ ფულს არ ფლობს და მისი ოჯახის წევრები, არც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. ხოლო, რაც შეეხება ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისა გრაფაში ქვილორიას მითითებული აქვს, რომ იგი შპს `კასაბლანკას~ ბუღალტერია, რა გზითაც მას გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე 1500 ლარი მიუღია. ამას ემატება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიღებული 15 400 ლარი. მეუღლე ეკატერინე ვასაძე შპს `ავერსში~ ფარმაცევტის თანაშემწედ მუშაობს და მისმა ხელფასმა გასულ წელს 2158 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის თანახმად, არც გამგებლის მოადგილეს და არც მის ოჯახის წევრებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჩუქარი, რომელიც 500 ლარს აღემატება არ მიუღიათ.
როგორც იურისტი ირაკლი პაპავა ამბობს, `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის 64- მუხლიდან გამომდინარე, ზოგადად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
იგი, იმავდროულად, სხვა ანაზღაურებად სამუშაოს შეიძლება ასრულებდეს (უფლება აქვს) მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები დეტალურადაა მოწესრიგებული `საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის III თავში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ, კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში (და არა რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში ან, მით უმეტეს, კერძო კომპანიაში). წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში (თუ კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არაა გათვალისწინებული) გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა. თუკი თანამდებობის პირმა დაარღვია კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები (ანუ თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში არ აღმოფხვრა შეუთავსებლობა), მაშინ იგი უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, `საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე ვარაუდობს, რომ მისმა მოადგილემ დეკლარაცია არასწორად შეავსო. გამგებლისთვის დაუჯერებელია არ იცოდეს საჯარო მოხელემ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მას სხვა საქმიანობა ეკრძალება.
რაც შეეხება, ასევე გამგებლის მოადგილეს მიხეილ გოგოტიშვილს მას დეკლარაცია ჯერჯერობით შევსებული არ აქვს.
იურისტის თქმით, დეკლარაციის წარუდგენლობა 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s