შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გამართლებული პროგნოზი September 7, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:07 am

შორენა ღლონტი

შპს ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სკვერი გაშენდება, ეს ინფორმაცია `გურია ნიუსს~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ განუცხადა. თუმცა, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი და ამბობს, რომ საკრებულო გადაწყვეტს როდის, სად, რა და როგორ გაკეთდება. ხელისუფლება არჩევნების დასრულებიდან სამი თვის შემდეგ, ე.წ. ძველი ბაზრის მოვაჭრეებს დაერია, რითაც დადასტურდა არჩევნებამდე ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებას ზედმეტი ხმაური არ აწყობდა და დროებით დათმობას ამჯობინებდა. იკვეთება თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესები შპს ოზურგეთის აგრარული ბაზრის დახურვაში, რატომ არ მოხერხდა ხანძრის დროს, 40 წუთის განმავლობაში ელექტროენერგიის გათიშვა, დაუშვეს თუ არა შეცდომა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლებმა, აქვს თუ არა ამასთან კავშირი ბაზრის ხელმძღვანელობას და ჰქონდა თუ არა სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის ეროვნულ სამსახურს ბაზარში არსებული პროდუქციის შემოწმების უფლება, სად გადის ზღვარი რეალობასა და მონაჭორს შორის და რა წერია დოკუმენტებში, რომელიც თითქმის 200 ფურცელს ითვლის. ბაზრის დახურვაზე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბევრად ადრე ფიქრობდნენ 2008 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ირაკლი სირაძე ახალ სავაჭრო ცენტრს აშენებდა, რომელიც ხელს შეუშლიდა და პრობლემებს შეუქმნიდა შპს ოზურგეთის აგრარული ბაზრის ფუნქციონირებას. თუმცა, ეს ინფორმაცია, მანამ არ დადასტურდა, სანამ `პირველი სავაჭრო~ ცენტრის მშენებლობა არ დასრულდა და მილიონი ლარის ღირებულების ორსართულიანი თანამედროვე ტიპის სავაჭრო სახლი ექსპლუატაციაში არ შევიდა. გავიდა თვეები და მომხმარებელი ამ ცენტრს ფაქტიურად არ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით სამ-ოთხ მსხვილ მეწარმეს, რომელიც ამა თუ იმ სახის საქონლით ვაჭრობდა აღნიშნულ ბაზარში. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ მოტივით, ბიზნესმენი ობიექტის ჩინელებზე მიყიდვას გეგმავდა, ბუნებრივია ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, რადგან დღეს ეს სავაჭრო სახლი ფაქტიურად სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. როგორც სანდო წყარო ამბობს, ბაზრის დახურვაზე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბევრად ადრე ფიქრობდნენ, თუმცა, აუცილებელი იყო ისეთი ქმედებების გახორციელება, რაც მათ `განზრახვას~ გადაფარავდა და `კანონიერ~ ჩარჩოებში მოაქცევდა. გარიგებაში მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ როგორც ჩვენი წყარო ყვება, გამგეობაში, ერთ-ერთ კაბინეტში იბარებენ სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ოზურგეთის რაიონული სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც აიძულებენ შეამოწმონ ბაზარში არსებული პროდუქტები და ლაბორატორია, რათა `გაყალბებული~ დასკვნა საფუძვლად დაედოს ბაზრის ფუნქციონირების შეწყვეტას. როგორც ის ამბობს, ამ გარიგებაში გურიის გუბერნატორი, ახლანდელი გამგებელი და სხვა მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ოზურგეთის რაიონული სამსახურის უფროსს გია ბოლქვაძეს არ ჰქონდა საკმარისი საფუძველი ამის გაკეთებისა, თუმცა მისი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის დაავალდებულეს შეემოწმებინა პროდუქცია. ამის შემდეგ ბოლქვაძე 14 აგვისტოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რათა მისცეს უფლება განახორციელოს ბაზრის შემოწმება. როგორც შუამდგომლობაში ვკითხულობთ: სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სურსათის უვნებლობის და ხარისხის სფეროში კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება _სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური და მხოლოდ აღნიშნული სამსახურია უფლებამოსილი განახორციელოს სურსათის სფეროში მონიტორინგი, ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი… სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ იქნა ვეტერინარულ და კონტროლქვემდებარე ობიექტებზე ვეტერინარული კონტროლის გახორციელების გეგმა-გრაფიკი. ,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, ვეტერინარული კონტროლი 2009 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გახორციელდეს მხოლოდ აგრარულ ბაზრებზე და იმ სავაჭრო ობიექტებზე, სადაც ხორციელდება არა ქარხნული, არა ორგანიზებული წესით დამზადებული ცხოველური წარმოების პროდუქტითა და ცხოველებით ვაჭრობა, მხოლოდ პირველადი გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის კონტროლის მიზნით. ამ კანონის 43-ე მუხლის თანახმად, აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებზე, ახალი ხორცისა და თევზით, შინაური დამზადების კვერცხით, … შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში, მიუხედავათ მათი, ადმინისტრაციული დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმისა, სავალდებულოა შესაბამისი სერთიფიკატის მქონე ვეტერინარი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ფუნქციონირება. ოზურგეთში შპს აგრარული ბაზარი არის ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტი, სადაც ხდება სასურსათო პროდუქტის რეალიზაცია და მიზანშეწონილია მოხდეს აღნიშნული მეწარმის საქმიანობის შემოწმება, ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის გახორციელება და სურსათის ნიმუშების აღება, ლაბორატორიული ნიმუშების აღება. როგორ ჩატარდა ვეტერინალურ-სანიტარული კონტროლი ბოლქვაძე სასამართლოს თხოვს გაიცეს ბრძანება აგრარული ბაზრის საქმიანობის შემოწმების მიზნით, ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლის გახორციელებისა და სურსათის ნიმუშის აღების თაობაზე 10 თვის განმავლობაში. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აგვისტოს ბრძანებაში შპს აგრალური ბაზრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ვკითხულობთ, რომ სასამართლო სხდომაზე ბაზრის დირექტორის მოადგილემ თანხმობა განაცხადა ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების შემოწმებაზე. სასამართლომ ბოლქვაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 17 აგვისტოს ოზურგეთის შპს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ჩნდება. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ზარალი მილიონამდეა. 2009 წლის 31 აგვისტოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გადაიგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები შპს აგრარული ბაზრის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე. როგორც ოზურგეთის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ ლევან ნუცუბიძემ გამოარკვია, 2009 წლის 14 აგვისტოს სასამართლოს #15/7-09 გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა აგრარული ბაზრის შემოწმება. სვმ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც შპს აგრარული ბაზარი 1000 ლარით დაჯარიმდა. ასევე სასამართლოს დადგენილებაში ვკითხულობთ: 2009 წლის 17 აგვისტოს აგრარული ბაზრის დაქვემდებარებაში მყოფი ობიექტები დაიწვა, რის გამოც ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის გადახდაზე სამართალდამრღვევი უარს აცხადებს თანხის უქონლობის გამო. რატომ შეამოწმეს ბაზარში არსებული პროდუქცია, მაშინ როცა გეგმა-გრაფიკზე ადრე `სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ~ საქართველოს კანონის 311. მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად 2009 წლის 31 დეკემბრამდე სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობას. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი წესით.~ მაგრამ განსაკუთრებული შემთხვევების სახელმწიფო კონტროლის გახორცილების წესი ჯერჯერობით დადგენილი არ არის~, _ აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ წერილში. ამასვე ამბობენ იურისტები და განმარტავენ, რომ ბაზრის შემოწმება არამც და არამც არ გულისხმობს და არ შეიძლება გახდეს მისი დახურვის მიზეზი. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის გახორციელების @01 აქტის მიხედვით, 2009 წლის 27 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორიის ინსპექტირების დროს გაირკვა, რომ ლაბორატორია ამორტიზებულია, არ გააჩნია ცალ-ცალკე განყოფილებები, არ არის სრულყოფილად აღჭურვილი იმ სავალდებულო მოწყობილობებით, რომლებიც აუცილებელია ლაბორატორიის ფუნქციონირებისთვის, წყალმომარაგება ცენტრალიზებულია და არ გააჩნია ცხელი წყალი. რომელი კანონი დაარღვია ბაზრის ადმინისტრაციამ `ბაზრის ადმინისტრაციის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დასტურდება, რომ შპს აგრარული ბაზრი%