შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

სექტემბრის დადგომა აღარ მიხარია September 6, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:37 am

სასწავლო წელი იწყება, მე კი იმდენი ფული არ მაქვს, შვილებს წიგნები და ტანსაცმელი შევუძინო

შორენა ღლონტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებულებით საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და არა მარტო მათთვის, ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ძალიან რთული პერიოდია.

თუმცა, როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა გვითხრა, წელს ყველა სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 57000 ქვემოთაა, საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს.
მზია ორი მოსწავლის მშობელია. ამბობს, რომ ბავშვებისთვის საჭირო სახელმძღვანელოების და სხვა სასკოლო ნივთების შესაძენად საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო, რისი საშუალებაც მას არ გააჩნია.
`სკოლა ამ მხრივ არანაირად არ გვეხმარება. სკოლაში ბავშვებს წიგნებისა და რვეულების გარეშე ხომ ვერ გავუშვებ. ყოველ წელიწადს ახალ-ახალი წიგნები გამოდის, რაც ძალიან ძვირი ღირს. წიგნის ფასი 10 ლარიდან იწყება, საშუალოდ 10 წიგნი მაინც უნდა ერთ ბავშვს. მარტო წიგნებიც ხომ არ არის საკმარისი? _ ამბობს ის.
მისი შვილები, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები არიან. საჭირო სასკოლო ნივთების შესაძენად ორივე მათგანს მინიმუმ 200 ლარი სჭირდება. ბავშვებს ახალი ჩანთა, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უნდა, რაც ძვირი ღირს. მაშინ, როცა მხოლოდ სოციალური დახმარების იმედზე ხარ, _ გვითხრა მან.
მეორადი წიგნების ე. წ. ბაზრობაზე უამრავი მშობელი დადის. ამ ეტაპზე უმეტესი მათგანი ძველი წიგნების ჩაბარებითაა დაკავებული. წიგნს, რომელსაც 10 ლარად ყიდულობენ, მეორე წელს მინიმალურ ფასად 3-4 ლარად აბარებენ.
თუმცა, როგორც მშობლები ამბობენ, ამ გზით შეგროვილი ფულით ორი ახალი წიგნის შეძენას მაინც ახერხებენ.
როგორც კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელმა გვითხრა, გასულ წელს მე-8 კლასის სასკოლო წიგნების შესაძენად 200 ლარი გადაიხადა, მეხუთე კლასის სახელმძღვანელოებისთვის კი 120 ლარზე მეტი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი 1 363 მოსწავლეა.
პირველკლასელებისთვის დახმარების კონკრეტული სახელმწიფო პროგრამა _ საჩუქრად ჩანთები და ყველა სხვა სასკოლო ნივთი წელს ძალაში აღარაა. გარდა ამისა, პირველკლასელებისთვის, რომელთა ოჯახები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან, ფულად დახმარებას 100 ლარსაც ვეღარ მიიღებენ.
გიორგი პირველად მიდის სკოლაში, ანი მეხუთეში გადავიდა, ერეკლე კი _ მეათე კლასში. ისინი ობლები არიან და არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ.
როგორც სამი ობლის დედა ამბობს, მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი ახალი სასწავლო წლის დადგომაა.
`იმისთვის, რომ სამივე შვილს საჭირო სასკოლო ნივთები შევუძინო მინიმუმ 600 ლარი მჭირდება. ობლებისთვის არანაირი შეღავათი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სახლში სამი მოხუცებული და სამი ბავშვია, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მაინც ვერ მოვხვდით, _ გვითხრა 34 წლის ქვრივმა.
`სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახების შვილებს უფრო ნაკლები შანსი აქვს იაროს სკოლამდელ დაწესებულებაში, ხშირად გვიან იწყებს პირველადი განათლების მიღებას და მეტი რისკია იმისა, რომ მან ნაადრევად მიატოვოს სკოლა.
მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული სიღარიბის კვლევა ნათლად მიუთითებს უთანაბრობას ღარიბ და შეძლებულ ბავშვებს შორის. უთანაბრობა ჯანდაცვის და განათლების სფეროში ზეგავლენას ახდენს ბავშვთა კეთილდღეობაზე, მათ დღევანდელ განვითარებასა და მომავალ პერსპექტივებზე და ხელს უწყობს სიღარიბის თაობიდან თაობაზე გადასვლას~, _ აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევებში.
`თითოეულ ბავშვს აქვს უფლება იყოს სოციალურად დაცული და სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები იმისთვის, რათა ეს უფლება სრულყოფილად ხორციელდებოდეს. ასევე აუცილებელია სოციალური დაცვის პროგრამების სამოქალაქო მონიტორინგი, რათა საზოგადოების მიერ გაღებულმა ფულმა ნამდვილად მიაღწიოს თითოეულ ბავშვამდე, ვისაც ეს დახმარება სჭირდება~, _ განუცხადეს `გურია ნიუსს~ გაეროს ბავშვთა ფონდში.
`წლებია სექტემბრის დადგომა აღარ მიხარია. სასწავლო წელი იწყება, მე კი ფული არ მაქვს, შვილებს წიგნები და ტანსაცმელი შევუძინო, ორი თვის შემდეგ ძლივს ვახერხებ მეორადი წიგნების შეგროვებას~, _ გვითხრა მზია ც-მ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s