შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2 მილიონნახევარი ლარის ქონება ქობალიას უწყებას აჩუქა September 6, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:44 am

შორენა ღლონტი

ვერა ქობალიას უწყებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლების განმავლობაში ნაგროვები ქონება უსასყიდლოდ გადასცა. როგორც ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, კონტროლის პალატა აუცილებლად დასვამს საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ორმილიონნახევარი ლარის ქონება ჩამოართვა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით გიორგაძის ხელწერით, შეტყობინება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 30 აგვისტოს მიიღო. ოფიციალური წერილის თანახმად, მდგრადი განვითარების სამინისტრომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აცნობა, რომ მის უწყებაში შესულია შპს `სოკარ ჯორჯია გაზის~ 2010 წლის 2 აგვისტოს #08/403-455 წერილი, რომლითაც დასმულია საკითხი, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის #888 განკარგულების საფუძველზე. `საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ~ და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში დანართში მითითებული მილსადენების (ხაზოვანი ნაგებობები) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, უზრუნველყოთ წერილის დანართში მითითებული ქონების მიტოვება სახელმწიფოს სასარგებლოდ~, _ წერია ვერა ქობალიას უწყებიდან მოსულ წერილში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკუთრებაში არსებული ქონების მილსადენების სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს მიიღო.
როგორც საკრებულოში ამბობენ, `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტის `საქართველოს სამოქალაქო კოდექსი~-ს 184-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვაში ჩამოყალიბებული თხოვნა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელებისათვის მიტოვებულ იქნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ქონება. ბუნებრივი აირის მილსადენები გამოცხადდეს მიტოვებულად სახელმწიფოს სასარგებლოდ.
`გურია ნიუსთან~ საუბარში ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, რომ, მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია არ არის გაზიფიცირება, თუმცა არსად წერია, რომ ის არ შეიძლება ფლობდეს ამ მიმართულებით ქონებას.
`მუნიციპალიტეტს არ უნდა მიეღო ქონების მიტოვების შესახებ გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით მან დაკარგა პოტენციური შემოსავალი ბიუჯეტისა და თავის ამომრჩევლების სასარგებლოდ~, _ გვითხრა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, მას ასეთი ღირებული ქონება კონპენსაციის გარეშე არც ერთი უწყებისთვის არ უნდა დაეთმო.
`როცა შემოვა კონტროლის პალატა მუნიციპალიტეტში, დასვამს საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს~, _ აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.
ანალოგიური შინაარსის წერილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც გაუგზავნა. თუმცა, როგორც აღნიშნული საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე აცხადებს, ისინი არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას.
`ჩვენ არ გვინდა, ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც კანონის ჩარჩოებში არ ჯდება. ამიტომ გავდივართ კონსულტაციებს ექსპერტებთან და იურისტებთან, კონსულტაციების დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის სასარგებლოდ~, _ განაცხადა `გურია ნიუსთან~ საუბარში ხუნდაძემ.
ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ოთარ კონჯარია `გურია ნიუსთან~ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” და საქართველოს კანონის `ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” თანახმად, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.
ის მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გაზის მილსადენების (ხაზოვანი ნაგებობების) სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიტოვება არამიზანშეწონილია. ვინაიდან აღნიშნული ქონების განკარგვით (გასხვისებით, ან სარგებლობაში გადაცემით) ადგილობრივ ბიუჯეტში შესაძლებელი იყო გარკვეული სახსრების მობილიზება, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას და მომსახურების გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა. საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივ ბიუჯეტს დააკლდება `არაფინანსური აქტივების” ცვლილებით მიღებული შემოსულობები.
`რაც შეეხება საკრებულოს მხრიდან მოყვანილ არგუმენტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ძალიან სუსტია. ჯერ ერთი მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებში არ შედის (ის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა), და მეორე შესაძლებელი იყო აღნიშნული ქონება თვითონ გაესხვისებინა თუნდაც შპს `სოკარ ჯორჯია გაზის” სასარგებლოდ და ამით თავისი საბიუჯეტო სახსრები გაეზარდა~, _ გვითხრა ოთარ კონჯარიამ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s