შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

მარტოხელა დედა ერთ ულუფა სადილს ითხოვს September 6, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:42 am

შორენა ღლონტი

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მარტოხელა დედისთვის, რომელსაც უნარშეზღუდული ოთხი წლის ბავშვი ჰყავს, უფასო სასადილოში ერთი ულუფა ცხელი კერძით გამასპინძლება ვერ მოხერხდა იმ მოტივით, რომ მზრუნველობა მოკლებულ სასადილოში უმწეოთა რეგისტრაცია და შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვა ყოველი ახალი წლიდან ხდება, თუმცა როგორც გაირკვა, აღნიშნული სასადილოს დაფინანსების გაზრდა შესაძლებელი ყოფილა. მათ წლიურ ბიუჯეტს 2500 ლარი 1 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაემატა და ამის მიზეზად გამგებელმა გიორგი ტაკიძემ ბოლო დროს პროდუქტებზე საკმაოდ გაზრდილი ფასები დაასახელა.
„თუ არ დამეხმარებიან, იძულებული ვარ ბავშვი გამგეობის შენობის წინ დავტოვო, მირჩევნია… იქნებ შიმშილით აღარ მომიკვდეს. სამი დღეა, პურიც არ უჭამია“, – ამბობდა მანანა გოგუაძე, რომელსაც უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევდა და უწევს არსებობა. მიუხედავად გაუსაძლისი სიდუხჭირისა, ის უნარშეზღუდულ პირთა დახმარების მიღებას ვერ ახერხებს.
გოგუაძე თავის ოთხი წლის უნარშეზღუდულ ვაჟთან ერთად, გამგეობაში დახმარების სათხოვნელად კვირაში სამჯერ ჩამოდის და ათეულობით კილომეტრს ფეხით ფარავს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს აქამდე შედეგს ვერ მიაღწია. მრავალშვილიანი დედა ჩივის, რომ არანაირი სახსარი 4 წლის ლუკას გამოსაკვებად, არ გააჩნია და სწორედ ამიტომ ფიქრობს ბავშვის გამგეობის შენობის წინ დატოვებაზე.
ცივი კედლები, ერთი საწოლი, გატეხილი კარადა, მაგიდა და ორი სკამი. ასე გამოიყურება დღეს მანანა გოგუაძის საცხოვრებელი.
არც გაზქურა, არც ელექტროღუმელი და მისაღებ ოთახში, ცემენტის იატაკზე დანთებულ შუა ცეცხლზე მომზადებული წვნიანი.
ამის გამო უმწეო ქალბატონი უფასო სასადილოში სადილობას ითხოვდა, მაგრამ არც ეს გახდა მისთვის შესაძლებელი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ვლადიმერ სურგულაძე ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აღნიშნულ სასადილოს აღარ აფინანსებს, იქ რა ხდება, საქმის კურსში არაა(?!).
გამგებლის, მოადგილის ლადო ქვილორიას განმარტებით კი უფასო სასადილოში რეგისტრაცია ყოველი ახალი წლიდან იწყება და ფინანსების დამატება შეუძლებელია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~, მზრუნველობამოკლებულთათვის სასადილოს“ ადმინისტრაციის განცხადებით, სადილით ყოველდღიურად 136 ადამინია უზრუნველყოფილი, რისთვისაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარია გამოყოფილი.
„ამ ეტაპზე არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ქალბატონმა ისადილოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოხდება თუ უკვე შედგენილ სიას რომელიმე წევრი გამოაკლდება. პრობლემა ისიცაა, რომ ეს ქალბატონი სოფელში, ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობს“, – გვითხრა ლადო ქვილორიამ.
მიუხედავად იმისა, რომ მზრუნველობამოკლებული თანახმა იყო და დღესაც თანახმაა, უფასო სასადილოში მომზადებული სადილი მიირთვას და ერთი ულუფა ცხელი კერძისთვის ჩამოვიდეს მერიიდან, რატომღაც უფასო სასადილოში მისი გამასპინძლება ვერ ხერხდება.
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა განსაზღვროს და დაგეგმოს გამგეობამ რამდენ ადამიანს სჭირდება უფასო სასადილოში სადილობა.
მათთვის მიუღებელია ის ლოგიკა, რომ სიის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების ლოდინში მეორე შიმშილით უნდა გარდაიცვალოს. „კეთილი ინებონ გამონახონ სახსრები და რამდენ ადამიანსაც ესაჭიროება აქ მომზადებული სადილი იმდენი დააკმაყოფილონ“, – გვითხრეს ამავე პარტიის ოზურგეთის რაიონულ ოფისში.
„უფასო სასადილოსთან მიმართებაში გამგეობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს უფასო სასადილოთი მოსარგებლეთა კატეგორიას“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე.
„კანონის თანახმად, გამგეობა ვალდებულია ნებისმიერი განცხადება, მათ შორის უფასო სასადილოთ სარგებლობის თაობაზე მიიღოს ნებისმიერ დროს და არ დაელოდოს წლის დასაწყისს. თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიღო პატრონტაჟი სოციალური ფენის ამ კატეგორიაზე იგი უნდა გავრცელდეს ამ ფენის ყველა წარმომადგენელზე და დიფერენციაცია საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დისკრიმინაციულია. რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობს ადამიანი სოფელში ქალაქში თუ დაბაში“, – აღნიშნავს ტრაპაიძე.
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გურიის კოორდინატორი ვასილ ხომერიკი აცხადებენ, რომ გოგუაძის ოჯახი 2010 წლის იანვარში შეისწავლეს და ფულად დახმარებას 54 ლარს აპრილიდან იღებს.

 

One Response to “მარტოხელა დედა ერთ ულუფა სადილს ითხოვს”

  1. მამუკა Says:

    საშინელებაა, პროდუქტები მაინც მიაწოდონ თვიდან თვემდე :((


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s