შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

იბრძოლებენ თუ არა მესაკუთრეები თავიანთი უფლებების დასაცავად September 6, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:43 am

შორენა ღლონტი

აშენდება თუ არა სუფსის პორტი, ეს კიდევ გასარკვევია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მართალია სუფსაში, რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა, აქ პორტი არც აშენდეს და მიწები, რომლის შესყიდვაც შპს “ბლექ-სი პროდაქტის“ სურს და რომლის ნაწილიც აღნიშნულმა კომპანიამ უკვე შეისყიდა, სულაც სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.
როგორც `გურია ნიუსთან~ საუბარში სუფსაში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატობი ამბობს, ისინი, ვინც თანახმა არ არიან საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ საკარმიდამო ნაკვეთი `ბლექ-სი-ტის~ მიჰყიდონ, მათთან ინტენსიურად მიდიან პოლიციის თანამშრომლები.
`გვეუბნებიან, რომ დავთანხმდეთ 5 ლარად მიწის გაყიდვაზე და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას~, _ ამ ქალბატონმა იმ მოტივით, რომ საქმე ეხება სამმართალდამცავებს, ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ ის თანხა, რასაც მათ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები სთავაზობენ, აბსოლუტურად მიუღებელია. ისიც დასძინა, რომ დახმარებისთვის ერთ-ერთ უწყებას უკვე მიმართა და თუ კიდევ განმეორდება იძულების წესით მიწების დათმობაზე საუბარი, ის უკვე ხმამაღლა განაცხადებს ამის შესახებ და კონკრეტულ პიროვნებებსაც დაასახელებს.
`გურია ნიუსმა~ შპს `ბლექ-სი პროდაქტის~ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 12 აგვისტოს მიმართა.
ეროვნული სააგენტოდან 16 აგვისტოს მიღებულ ოფიციალურ წერილში შპს `ბლექ-სი პროდაქტის~ რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდია მითითებული. `დოკუმენტაცია შეადგენს 211 გვერდს და `საჯარო რეესტრის შესახებ~ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის II პუნქტის `კ~ ქვეპუნქტის თანახმად, არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადებისთვის (1 გვერდი) დადგენილია საფასური 0.50 ლარის ოდენობით~, _ აღნიშნულია წერილში.
თუმცა, ამ უწყებიდან მიღებული საიდენტიფიკაციო კოდით ჩვენ აღნიშნული კომპანიის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მოვიპოვეთ.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2008 წლის 10 ოქტომბერს დაფუძნდა, რომლის დირექტორი ქალაქ სოხუმში 1971 წელს დაბადებული სარდიონ მაქაცარიაა. თუმცა, 2009 წლის 17 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, მაქაცარია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი ადგილი თბილისში მცხოვრებმა შალვა წაქაძემ დაიკავა.
საქმიანობის შესახებ გრაფაში აღნიშნულ კომპანიას მითითებული აქვს თევზჭერა, თევზის მრეწველობა და გადამუშავება, თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოება და სხვა საქმიანობა, რომელსაც არ კრძალავს საქართველოს კანონმდებლობა.
ხსენებული კომპანიის დამფუძნებლები ოთხი ფიზიკური და ერთიც იურიდიული პირია, რომელიც `ემ ენდ დი ინტერნეიშნალ თრედინგანგ-ია~, რომელიც შვეიცარიაში `ცუგის კანტონის~ სავაჭრო რეესტრშია დარეგისტრირებული.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s