შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ჩაუტარდებათ თუ არა ჩინოვნიკებს ატესტაცია August 25, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:00 am

შორენა ღლონტი

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ატესტაცია მუნიციპალიტეტების გამგეობებში შესაძლოა გარკვეული დროით გადაიდოს ან სულაც არ ჩატარდეს.
როგორც წყარომ გვითხრა, ტესტირების გამო გურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საყვედურიც მიიღო, რა დროს ეგ არისო. წყარომ ისიც გვითხრა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ატესტაცია არასასურველი კადრების სახლში გასაშვებად სჭირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ერთი ხელის მოსმით 2009 წლის 5 თებერვალს საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესი დაამტკიცა. `ატესტაცია საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი. რომელიც მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასებას დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან ისახავს მიზნად~, _ აღნიშნულია პრეზიდენტის #47 ბრძანებულებაში.
ატესტაციას საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება. ხოლო ის
მოხელე, რომელიც სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება, ან რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას არ ექვემდებარება.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ატესტაციის მიზანია
მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება, პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა.
`ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მთავარი მოთხოვნა გამჭვირვალობაა – ატესტაციისას გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი  ყველა მოხელისთვის. ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები კორექტული, ხოლო საკონკურსო-საატესტაციო კომისია კეთილგანწყობილი უნდა იყოს და მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ უნდა ახდენდეს~, _ ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომელიც საატესტაციო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გურიის რეგიონებში ატესტაცია აღარ ჩატარდება, არ ადასტურებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე.
`ატესტაციის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა იგი აუცილებლად ჩატარდება. სავარაუდოდ 10 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს~, _ გვითხრა რევაზ ჩიტიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი იმედოვნებს, რომ საჯარო მოხელეები ატესტაციას წარმატებით გაივლიან. ატესტაციის შედეგად საჯარო სამსახურში  კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები იმუშავებენ. წარმატებული მოხელეები დაწინაურდებიან კიდეც. მამეშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ატესტაცია არ ჩატარდება და ხაზს უსვამს, რომ იგი ჩატარდება პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად `საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესების დამტკიცების შესახებ~.
აქვე დასძენს, რომ ატესტაციას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეებს კანონით დადგენილ ვადებში დაურიგდებათ ტესტები. ფაქტობრივად მოსამზადებლად ერთი თვე ექნებათ. ასე რომ, ატესტაცია ჩატარდება. საბოოლოდ, დაზუსტების შემდეგ ტესტებიც გამოქვეყნდება. სავარაუდოდ, მისი გაცნობა რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.
`გურია ნიუსი~ შეეცადა რეგიონული მართვისა და განვითარების მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს დაკავშირებოდა და გაერკვია ტარდება თუ არა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში ატესტაცია და რამდენად აუცილებელია მისი ჩატარება გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში.
თუმცა, სატელეფონო საუბარში მინისტრმა ნიკოლაიშვილმა გვითხრა, რომ მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა და ერთ საათში დავკავშირებოდით.  მოგვიანებით კი მან `გურია ნიუსის~ ზარებს აღარ უპასუხა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s