შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

სავარაუდოდ, პურის ფასი კვლავ მოიმატებს August 25, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:57 am

 

შორენა ღლონტი
როგორც მოსალოდნელი იყო, პურის ფქვილის ზრდის ტემპი არ შეფერხებულა, პირიქით იგი მოსახლეობისთვის შემაშფოთებლად მიიწევს წინ.
დღეს 50 კილოგრამი წონის პურისფქვილის ფასი 49- 50 ლარი იყო. ერთი თვის წინ 50 კილოგრამი ფქვილის ფასი 35-დან 36-მდე ლარის Fფარგლებში მერყეობდა.
არაოფიციალურ საუბარში ფქვილის გამყვიდველები ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში მისი ფასი 10 ლარით მოიმატებს.
მოსახლეობა შიშობს, რომ ასეთი მაღალი ფასის გადახდას ვერ მოახერხებს. წინ კი მძიმე და გრძელი ზამთარი უდგათ.
დღეის მდგომარეობით პურის ფასი არ გაზრდილა, თუმცა პურის საცხობის მეპატრონეები ვარაუდობენ, რომ მისი ფასი მალე მოიმატებს.
როგორც ერთ-ერთი საცხობის მეპატრონემ გვითხრა, პურის ფასი ჯერ არ გაუზრდიათ, თუმცა აღიარებს, რომ პურმა წონაში დაიკლო.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხორბლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებამ, შესაძლოა, სასურსათო ბაზარზე გლობალური კრიზისი გამოიწვიოს და ეს პირველ რიგში ღარიბ ქვეყნებს შეეხება.
რუსეთის პრემიერის პუტინის განკარგულებით, 15 აგვისტოდან წლის ბოლომდე, რუსული მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა დაწესდა,
რომლის თანახმადაც, 15 აგვისტოდან წლის ბოლომდე, რუსული მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა დაწესდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ რუსული ხორბლის ექსპორტი აკრძალა, ამერიკულ ბირჟებზე ხორბლის ფასმა 0,6 ცენტით მოიმატა და 7,85 დოლარი შეადგინა, უკანასკნელი 23 თვის განმავლობაში ხორბლის ფასმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი კვლავ იზრდება. მიმდინარე თვის განმავლობაში მსოფლიოში ხორბლის ფასის ზრდამ 6,4% შეადგინა, გასულ თვეს კი იგივე მაჩვენებელი – 38% იყო. ამ მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ 1973 წლიდან დღემდე ხორბალზე ფასების ზრდის გათვალისწინებით, ეს ყველაზე ძლიერი დინამიკაა.
მიუხედავად რეალობისა, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ შემოდგომამდე პურისფქვილზე ძველი ფასი შენარჩუნდება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s