შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ხანძარი შეკვეთილში August 16, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 12:41 pm

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში ნაძვნარს ცეცხლი გასული კვირის ოთხშაბათს, 11 აგვისტოს გაუჩნდა.
ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“  გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს.
შემთხვევის ადგილზე ოზურგეთის ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება. ასევე დაუდევრობით ცეცხლი გაუჩნდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გზაზე ნაძვს, თუმცა მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახრხეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ აგვისტოს თვე ტურისტული აქტიურობით გამოირჩევა, თან ძალიან მაღალი ტემპერატურაა მთელი საქართველოს მასშტაბით.
`ყველას გთხოვთ და მინდა, რომ კარგად გავიაზროთ, ჩვენი თითოეული დაუდევრობა, თითოეული უპასუხიმგებლობა შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაუდევრობის მიზეზით ჩნდება ხანძარი. მე მოგიწოდებთ უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ყურადღებისკენ. ჩვენმა ერთმა დაუდევრობამ შეიძლება დააზიანოს როგორც გარემო, ასევე, შეიძლება ბიუჯეტის ზარალი რამდენიმე მილიონი ლარით გამოიწვიოს,“ მოუწოდებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოსახლეობას.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s