შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გურული მაშველები გამუდმებით ფხიზლობენ August 16, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 12:40 pm

გურიის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 18 მაშველი წვრთნას გადის.
რამდენიმე საათის განმავლობაში, ახალგაზრდა მაშველები ერთმანეთს 12 მეტრის სიმაღლიდან დაშვებაში ენაცვლებოდნენ. ყველაზე რთული მაშველებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებულის 8 მეტრის სიმაღლის ხრამიდან ამოყვანა და პირველადი დახმარების გაწევა იყო,
რადგან, როგორც თავად ამბობენ, ამ დროს ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი შეიძლება, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ყველა მოძრაობა ზუსტად და თანმიმდევრულად უნდა იქნეს გათვლილი.
მათ საგანგებო სიტუაციების მართვის დროს აუცილებელი ინსტრუქტაჟი შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველ – ინსტრუქტორმა, წარმოშობით ლანჩხუთელმა, საქართველოში ერთ – ერთმა საუკეთესო მყვინთავმა მახარე ბზეკალავამ ჩაუტარა.
`აუცილებელია, რომ თვეში ერთხელ მაშველებმა სპეც-ინსტრუქტაჟი გაიარონ, დღეს მათ კიდევ ერთხელ გაიარეს იმიტაცია თუ როგორ უნდა დაეხმარონ ხანძრის, ავტოსაგზაო შემთხვევის და ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებულებს~, _ გვითხრა გურიის რეგიონის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა ზვიად უნგიაძემ.
მისივე თქმით, ძალიან სპეციფიკურია მათი სამსახური და აუცილებელია, მაშველების სისტემატიური გადამზადება, რაც პირველ რიგში კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
`იყო რამდენიმე გამოძახება, როცა დაზარალებულები შველას ითხოვდნენ. მაგალითად, მესამე სართულზე, სადაც გაზქურა ანთებული დარჩენოდათ, კარების ავტომატურად ჩაკეტვა მოხდა. ამ დროს ხანძრის გაჩენის დიდი ალბათობა არსებობდაა. მაშვემლებმა შეძლეს, მაღალსართულიანი კორპუსიდან დაშვება, ბინაში შეღწევა და სახლის გადარჩენა~, _ გვითხრა უნგიაძემ.
როგორც `გურია ნიუსთან~ ამავე სამსახურის ცვლის უფროსის მოადგილე მამუკა ხინთიბიძე ამბობს, ისინი მზად არიან, შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, თუნდაც საფრთხე შეექმნას მათივე სოცოცხლეს.
`ჩვენი სამსახური და ჩვენ _ მაშველები, ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერ გაჭირვებულს და დაზარალებულს დახმარება გავუწიოთ, ჩვენ შეგვიძლია, მათი სიცოცხლე ვიხსნათ~, _ გვითხრა მაშველმა, სამხედრო ფიზკულტურის პედაგოგმა მამუკა ხინთიბიძემ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s