შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა August 11, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 1:28 pm

შორენა ღლონტი

ოზურგეთში გუშინ გვიან საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის ჭაბუკა არობელიძე დაიღუპა , _ ამის შესახებ ”გურია ნიუსს” გურიის რეგიონის სამაშველო სამსახურიდან აცნობეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მოხდა. ქალაქისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადაიჩეხა.
ავტომობილში მსხდომი ოთხი ახალგაზრდა ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის ინტერვენციურ ცენტრში კატასტროფის მანქანით, ხოლო მეორე თბილისში გადაიყვანეს, დაშავებულების მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
24 წლის ჭაბუკა არობელიძე ოზურგეთის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული, მიუხედავად ექიმების მცდელობისა, იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
მეოთხე დაზარალებულის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და სტაციონარში მკურნალობს.
ოზურგეთში ბოლო კვირის განმავლობაში მეორე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s