შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

საკრებულომ 32 საკითხის განხილვას ხუთი საათი მოანდომა August 9, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:41 am

შორენა ღლონტი
გური ნიუსი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოთხ აგვისტოს გამართულ სხდომაზე 32 საკითხის ნაწილობრივ განხილვას დაახლოებით 5 საათზე მეტი მოანდომა.

ძალიან სწრაფად და თითქმის კითხვების გარეშე ჩაიარა სხვადასხვა სამსახურების დებულებების დამტკიცებამ. რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებელის შემოღებას და გადასახადის ინსტრუქციის დამტკიცებას, საკრებულოს დეპუტატმა გია ხუჭუამ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მოსაკრებელი, რაც მცირე საწარმოებზე განისაზღვრა, საკმაოდ მაღალია.
`ძლივს ახერხებენ მეწარმეები ისედაც გაზრდილი კომუნალური გადასახადების დაფარავას და თუ ჩვენ გვინდა მცირე მეწარმეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი, ნუ დავაწვებით კისერზე~, _ თქვა ხუჭუამ.
დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულზე 50 თეთრით, ხოლო საწარმოებზე კვადრატული ფართის მიხედვით, 1,5 ლარით განისაზღვრა.
ამავე სხდომაზე დააფუძნეს არასამეწარმეო იურიდიული პირი `კომუნალური მომსახურების ცენტრი~. რომლის ძირითადი მიმართულებები და ამოცანებია: გარე – განათების მომსახურება, გამწვანების, ხე – მცენარეების და ბუჩქების მოვლითი სამუშაოები, სკვერების, გაზონების, ტროტუარების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების სისტემის მოვლა-პატრონობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა – შეკეთება, სასაფლაოების მოვლა პატრონობა და ქუჩაში უმეთვალყუროდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s