შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

დასასაქმებელი ჯერ კიდევ ბევრი ნაციონალი დარჩა August 9, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:42 am

ოზურგეთში აიპიების შექმნის ბუმია

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

დასასაქმებელი ჯერ კიდევ ბევრი ნაციონალი და მათი მხარდამჭერი დარჩა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს აქტიურობით გამორჩეული ნაც მოძრაობის მრავალი აქტივისტი ჯერ კიდევ დაუსაქმებელია.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში ისედაც ზედმეტად გაზრდილ შტატებს ახალ სამუშაო ადგილებს ვერ დაუმატებდნენ და სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა საკრებულომ შვიდი არასამეწარმეო იურიდიული პირის (აიპის) დაფუძნება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო იურიდიული პირი `სპორტის განვითარების საინფორმაციო-ანალიტიკური და მეთოდოლოგიის დახმარების ცენტრის დაფუძნებას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. აღნიშნული ცენტრის წესდების მიზანი, სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გახორციელების ხელშეწყობაა(?!), ისევე როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული ორგანიზაციების, სახეობების, კლუბების საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა.
`ცენტრის საქმიანობას დირექტორი წარმართავს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. იგი ცენტრის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს~, _ აღნიშნულია აიპის წესდებაში. ცენტრის დაფინანსების მთავარი წყარო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაა. ამავე სხდომაზე დააფუძნეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრი~, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის და ბიზნესის განვითარება და მოდერნიზებაა. ასევე აიპის `ურეკი-შეკვეთილი~ `გომისმთა-ვაკიჯვრის~ განვითარების ცენტრის მთავარი მიზანი დამსვენებელთა გაჯანსაღება, სანატორიუმ-საკურორტო, მკურნალობის, პროფილაქტიკის რეაბილიტაციისა და დასვენების ეფექტიანი პირობების უზრუნველყოფაა.
თუმცა, გარდა სოფელ ოზურგეთის მაჟორიტარის გია ხუჭუასა და ოპოზიციონერი დეპუტატის ლელა ნაცვალაძისა, კითხვები სხდომაზე მყოფ არც ერთ დეპუტატს არ გასჩენია.
ლელა ნაცვალაძე დაინტერესდა თუ რა საჭიროა ახალი აიპიები, რადგან არსებობს სპორტის განვითარების სამსახური, რომლის ბიუჯეტი ათიათასობით ლარია. ნაცვალაძე ამ სფეროზე დამატებით დახარჯულ თანხებს არაეფექტურს უწოდებს.
გია ხუჭუამ დასძინა, რომ არსებობს სოფლის მეურნეობის სამმართველო, საკრებულოში შესაბამისი კომისია, ახლა აგრონომის ინსტიტუტი ყველა მუნიციპალიტეტში ინერგება.
`არსებობს წინა მოწვევის საკრებულოს დადგენილება სანერგე მეურნეობის პროექტის შესახებ. ამ პროექტით შესაძლებელია ყველა იმ ფუნქციების გახორციელება, რის გამოც კიდევ ერთი აიპი უნდა შეიქმნას, მიმაჩნია ამისთვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა არამიზნობრივი ხარჯია~, – განაცხადა საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატმა.
`გურია ნიუსის~ კითხვაზე, რამდენი ათასი ლარით დაფინანსდებიან არასამეწარამეო იურიდიული პირები, რამდენი შტატი შეიქმნება და ვინ დასაქმდება, საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა უპასუხა, რომ ხელმძღვანელს თავად დანიშნავს, რაც შეეხება დაფინანსებას, რა საშუალებასაც მისცემს ბიუჯეტი, იმის მიხედვით მოხდება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s