შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

მოსახლეობის ფულით საჯარო მოხელეები ფუფუნებაში ცხოვრობენ August 5, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:21 am

შორენა ღლონტი

გურია ნიუსი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეის მდგომარეობით 212 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი ხუთი თანამშრომელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ ადამიანების შენახვაზე ყოველთვიურად 83 000 ლარი იხარჯება, რაც 12 თვეში 996 000 ლარს შეადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე `გურია ნიუსთან~ საუბარში აცხადებს, რომ შტატების ოპტიმიზაცია არ იგეგმება.
`მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებს ვგეგმავთ, რომელსაც საკრებულოს წარვუდგენთ დასამტკიცებლად. ამ ეტაპზე შტატების ოპტიმიზაცია არ მოხდება, მხოლოდ ატესტაცია ჩატარდება~, _ გვითხრა გამგებელმა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას კანონით აქვს განსაზღვრული ბევრი ფუნქცია-მოვალეობა, რომლის შესასრულებლად აუცილებელია კარგად მომზადებული, განსწავლული, კვალიფიციური კადრები(?!).
`შესაბამისად აღნიშნული საკადრო შემადგენლობა უნდა დაკმაყოფილდეს სახელფასო სარგოთი, რაც სრულიად კანონიერია~, _ მიიჩნევს მექვაბიშვილი.
`გურია ნიუსთან~ საუბარში ეროვნული ფორუმის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში მომუშავე ადამიანთა ეს გაუგებრად დიდი ოდენობა მხოლოდ ერთადერთ საქმეს ემსახურება _ შექმნან ერთგვარი `შრომის ბირჟა~ და ამ გზით დასაქმებული კონტიგენტისგან ჩამოაყალიბონ სახელისუფლო რესურსი.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლების მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა არ ქმნის არანაირ საფუძველს მოსახლეობის რეალური დასაქმებისთვის. თვით აქ მომუშავე ადამინთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კი პირადად მე საეჭვო შეხედულება გამაჩნია, ბევრი მათგანისგან მსმენია: არ ვიცით, როგორ გავიყვანოთ დრო 10 საათიდან 18 საათამდეო.
`თვით არსი ადგილობრივი მმართველობისა (შეგნებულად არ ვიყენებ სიტყვას თვითმმართველობა, რადგანაც ასეთი არ არსებობს) აბსოლუტურად არ გულისხმობს ამ მაქსიმალურად ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში ადგილებზე რაიმე გადაწყვეტილებების მიღებასა და გახორცილებას. სწორედ ამიტომაა საზოგადოებისთვის გაუგებარი ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების ასეთი რაოდენობა. საყოველთაო ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ისმება კითხვა _ რეგიონის მოსახლეობის ჯიბიდან თავმოყრილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით რამდენად სამართლიანია საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების მატერიალური კეთილდღეობასა და ფუფუნებაში ცხოვრება. აქ იგულისხმება სერიოზული ხელფასები, ხარჯები, ბოლო მოდელის უცხოური ავტომობილები და ა.შ.~, _ გვითხრა ეროვნული ფორუმის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
პროფესიით პედაგოგი, 68 წლის ქალბატონი ამბობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას გამგეობაში დასაქმებულ ადამიანებზე, არც მათი ხელფასების შესახებ სმენია რამე. არც ჩვენს ეზოში მოსულან და არც მე შემიწუხებია არასოდეს. არაგონი საჭირო იყოს გაზრდილი შტატები და ამდენი ათასების დახარჯვა~, -გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც საკუტარი ვინაობის საჯაროდ დასახელებისგან თავი შეიკავა.
ასევე არაფერი სმენია გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომლებზე 43 წლის პედაგოგს.
როგორც მან გვითხრა მისთვის მხოლოდ ზოგადად არის ცნობილი, რომ საჯარო მოხელეებს პედაგოგებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s