შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გურიაში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ე.წ მაზავჩიკები აიყვანეს July 30, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 11:46 am

სპეცოპერაციის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ე.წ. `მაზავჩიკები~, ქურდული სამყაროს მიმდევრები და თანხის გამომძალველები აიყვანეს.
28 ივლისს, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს ერთობლივი ღონისძიებით, ლანჩხუთში ოთხი პირი თავიანთ ოჯახებში დილით აიყვანეს.
დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი დიმა მეგრელაძე, წარსულში ნარკოტიკული მოხმარება_შენახვისათვის ნასამართლევი შალვა კუკულაძე, ვალერი და ირაკლი (იუზა) გოგიჩაიშვილები.
ამავე საქმეზე დააკავეს ლანჩხუთელი ჩერქეზია ლევანი.
ძალოვნემა დაკავებულების ოჯახებიდან დიდძალი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები, მარიხუანა, ტანსაცმელი, ცეცხლსასროლი იარაღი, გარკვეული რაოდენობის თანხა და ავტომანქანა ბეემვე ამოიღეს.
როგორც `გურია ნიუსს~ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა დაკავებულებს უკვე შეეფარდათ წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე_180-ე მუხლით წაუყენეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნასამართლეობის შემთხვევაში კი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s