შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ჟვანიას სახელობის კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა July 13, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 11:41 am

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

თბილისში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში ოზურგეთელი 8 წლის ანა მახარაძე 12 ივლისს გვიან ღამით გარდაიცვალა.
ბავშვი 5 დღის წინ მწვავე შეტევით ოზურგეთის პოლიკნინიკაში მიიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი, მოგვიანებით თბილისში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი გახდა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში იგი სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული.
როგორც `გურია ნიუსს~ გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა ანალიზის პასუხებს მშობლები გერმანიიდან ელოდებოდნენ.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ საავადმყოფოს დირექტორმა, გოგა ჩახუნაშვილმა განუცხადა, ბავშვი კლინიკაში ორი დღის წინ, მუდმივი კრუნჩხვითი მდგომარეობით მოათავსეს. იგი გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.
მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზი ადრე გადატანილი ინფექცია, სავარაუდოდ, წითელა გახდა, რომელმაც გენერალიზებული ფორმა მიიღო.
ჩახუნაშვილი ცნობით, აღნიშნული დიაგნოზი გერმანიაში დადგინდა, სადაც ბავშვის ანალიზები გააგზავნეს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s