შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან გაიქცა July 10, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:02 am

ინტერპრესნიუსი

ვანო ჩხარტიშვილის მეგობარი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაზა სიორიძე ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილი თბილისში არ იმყოფება.
“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, დატოვა თუ არა საქართველო, სიორიძემ განაცხადა: “დანამდვილებით ვიცი, რომ თბილისში არ იმყოფება, ხოლო მისი გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ”.
“დატოვა-არ დატოვა საქართველო, არ ვიცი, თქვენ რა კვალიფიკაციას აძლევთ; მე ვარ მისი მეგობარი, ვიცი, რომ თბილისში არ იმყოფება, უახლოეს დღეებში რა გეგმები აქვს, არ ვიცი”, – განაცხადა სიორიძემ და არ გამორიცხა, რომ ჩხარტიშვილი რამდენიმე დღეში შესაძლოა, საქართველოში დაბრუნდეს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვანო ჩხარტიშვილს ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, სიორიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომენტარისთვის უფლებამოსილი არ არის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან გაიქცა. მას ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, რის გამოც იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ჩხარტიშვილის ქვეყნიდან წასვლის შესახებ ჯერ სხვა ინფორმაცია და ვერსია არ გავრცელებულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბ ნოღაიდელი განცხადების გაკეთებას ხვალისთვის გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა და ყოფილმა დეპუტატმა ვანო ჩხარტიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა.
ჩხარტიშვილი რომ ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ადასტურებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაზა სიორიძე: “ჩვენ მეგობრები ვართ, დანამდვილებით ვიცი, რომ თბილისში არ იმყოფება, მიზეზი ჩემთვის უცნობია და არც მისი გეგმების თაობაზე ვიცი რამ.” გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩხარტიშვილის საქართველოდან წასვლის მიზეზი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლაა.
როგორც ამბობენ, მას ყოფილი პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ აიძულებდნენ ჩვენების მიცემას. ამ ინფორმაციის გადამოწმება არ მოხერხდა, თუმცა ყოფილი პრემიერი, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ ამ თემაზე უახლოეს დღეებში გააკეთებს კომენტარს.
არავისთვისაა უცნობი, რომ ვანო ჩხარტიშვილი და ზურაბ ნოღაიდელი მეგობრობდნენ, თუმცა მათი ახლობლების ინფორმაციით, ნოღაიდელის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, მათი ურთიერთობა აღარ იყო ძველებურად ინტენსიური. სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გავარკვიეთ, რომ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახმა უკვე ორი კვირაა საქართველო დატოვა, ისინი, სავარაუდოდ, ინგლისში იმყოფებიან.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s