შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ვანო ჩხარტიშვილის მეგობარი თანამდებობიდან გაათავისუფლეს July 10, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:03 am

ჟანა მეგრელიშვილი
გურია ნიუსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის წარმომადგენელი გურიის მხარეში ლევან სკამკოჩაიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილს გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის რეკომენდაციით დავით დოლიძე დაიკავებს. 
სკამკოჩაიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს დავალება გურიის გუბერნატორისგან მიიღო სასტიკად უარყო, ისიც არ დაადასტურა, რომ მისი გათავისუფლება მის ახლო მეგობარს ვანო ჩხარტიშვილს უკავშირდება.
როგორც ლევან სკამკოჩაიშვილმა `გურია ნიუსთან~ საუბარში განაცხადა, მისი გათავისუფლების შესახებ თხოვნით, ჯანდაცვის მინისტრს კვიტაშვილს 5 ივლისს მიმართა(?!)
`შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ვალერი ჩიტაიშვილს და გაიგოთ სიმართლე. ჩემი გათავისუფლება და სხვისი დანიშვნა გუბერნატორს ნამდვილად არ ეხება, პირიქით სასტიკი წინააღმდეგი იყო ჩემი წასვლით~, _ გვითხრა მან.
_ბატონო ლევან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი გათავისუფლება ვანო ჩხარტიშვილს უკავშირდება, ის თქვენი უახლოესი მეგობარია, როგორც ამბობენ ოზურგეთში ჩხარტიშვილის საქმეებს სკამკოჩაიშვილი აგვარებდაო. . .
_არანაირი კავშირი ჩემს გათავისუფლებაში არ უკავშირდება ვანო ჩხარტიშვილის საქმიანობას. ეს ამბები გუშინ დაიწყო და ჩემი სამსახურიდან წამოსვლაზე კი დაახლობით 20 დღეა მიდის საუბარი. (ვანო ჩხარტიშვილის ახლო ნათესავები ამბობენ, რომ მან საქართველო ერთ თვეზე მეტია დატოვა), მერე რა რომ ჩემი უახლოესი მეგობარია, ვადასტურებ ინფორმაციასაც რომ მე მისი საქმეების მომწესრიგებელი ვიყავი ოზურგეთში, ოღონდ როცა ვანო დეპუტატი იყო 2002- 2006 წლებში.
_ ხომ არ იცით სად არის ახლა თქვენი მეგობარი?
_არა, ნამდვილად არ ვიცი, ამბებს ტელევიზიით ვგებულობ.
_ რამ გადაგაწყვეტინათ დაგეტოვებინათ თანამდებობა? იყავით თუ არა საქმის კურსში, ვინ დაიკავებდა თქვენს სავარძელს?
_ რა ვიცი რა გითხრათ, რატომღაც ჩავთვალე, რომ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, კი რა თქმა უნდა ვიცოდი რომ დავით დოლიძე დაინიშნებოდა, მე მას გარკვეული რეკომენდაცია გავუწიე. ჯერ არ დაწერილა ბრძანება მისი დანიშვნის შესახებ, მაგრამ ამ დღეებში დაინიშნება, იმედი მაქვს ის ამ თანამდებობისთვის კარგად შერჩეული კადრია, ახალგაზრდაა და მეტი ენთუზიაზმით იმუშავებს.
არჩევნებში აქტიურად ჩაბმული, ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის მესამე ნომერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით დოლიძე, რომელიც ამავე დროს შპს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მორიგე ქირურგის თანამდებობაზე მუშაობს ამბობს, რომ ის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის რეკომენდაციით წარადგინეს თბილისში.
_ ჩემი წარდგენა გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. სამი დღის წინ ვიყავი თბილისში ჩასული და ამ დღეებში ჩემს წერილობით მოთხოვნას დააკმაყოფელებენ.
_ ამბობენ, სკამკოჩაიშვილის გათავისუფლება ვანო ჩხარტიშვილს უკავშირდება?
_ ამის შესახებ მას კითხეთ, მე ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, მე ვიცი რომ ლევანმა განცხადება პირადი სურვილით დაწერა, მაგრამ განცხადებაში რა უწერია ეს არ ვიცი. ყველაფერს არგუმენტები და ფაქტები სჭირდება.
_ თქვენ აქტიურად იყავით ჩაბმული არჩევნებზე. დაგიფასათ მმართველმა პარტიამ.
_კი, რა თქმა უნდა, არჩევნებშიც აქტიური მონაწილეობის, ჩემი საქმიანობის, შედეგია ჩემი დაწინაურება, მზად ვარ ეს თანამდებობა გავამართლო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s