შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

საკრებულოდან ძველ კადრებს სახლში უშვებენ July 5, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:14 am

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელშეკრულებით აყვანილი 17 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს.
ასევე, გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს, როგორც აპარატის უფროსმა ეკატერინე მუჯირმა, ისევე სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა, თუმცა საკრებულოს კანცელარიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
“ჩვენთან განცხადება, ჯერჯერობით, არავის შემოუტანია, ხოლო 17 თანამშრომელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო შეუწყდა“, _ გვითხრეს კანცელარიაში.
როგორც ამავე საკრებულოს პრესასთან და საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი ნანა თავდუმაძე აცხადებს, საკრებულოში შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აპარატის დებულებაზე მუშაობს. ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები, ჯგუფის დასკვნების შემდეგ, აპარატის სტრუქტურაზე იმსჯელებენ. მისი დამტკიცების შემთხვევაში, ვაკანსიების შესახებ გახდება ცნობილი.
საკრებულოში ამ ეტაპზე 2 ადგილია ვაკანტური; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის და საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტის. კობა ხაბალაშვილი წინა მოწვევის საკრებულოში ოთხი წელი საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა, ახალარჩეულ საკრებულოში კი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი კახა თავბერიძე ახალშექმნილ სამსახურს, მოქალაქეების მომსახურების ცენტრს უხელმძღვანელებს.
სავარაუდოდ, ხაბალაშვილის ადგილს მამუკა ქილიფთარი დაიკავებს, ხოლო ეკატერინე მუჯირის სავარძელს_ პაატა ბურჭულაძე.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s