შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ოზურგეთის სამშობიარო სახლიდან ქალი გადმოხტა და დაიღუპა July 1, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 10:55 am

ოზურგეთის სამშობიარო სახლიდან 37 წლის სოფო პ. გადმოხტა და დაიღუპა .
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მცხოვრები ორი შვილის დედა ერთი კვირის წინ ოზურგეთის სამშობიარო სახლში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
როგორც სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი დავით მდინარაძე ამბობს, მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. მართალია, მისი ახლობლები ამბობდნენ, რომ ეს ფიბრომული სისხლდენა იყო, მაგრამ მედიცინის მუშაკები მაშინვე მიხვდნენ, რომ ქალი ნამშობიარევი იყო.
ექიმები დაჟინებით თხოვდნენ, გარდაცვლილი იქნებოდა თუ ცოცხალი, ახალშობილი საავადმყოფოში მოეყვანათ. უარის მიღების შემდეგ, ექიმები იძულებულნი გახდნენ, პოლიციისთვის დაერეკათ. პოლიციამ სოფო პ-ს ოჯახში გარდაცვლილი ახალშობილი აღმოაჩინა.
როგორც ექიმი მდინარაძე ამბობს, 37 წლის პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, მას პირველივე დღიდან პოლიციელი იცავდა და 28 ივნისს უკვე უნდა გაეწერათ, თუმცა შენობის ფანჯრიდან გადახტა.
არსებული ინფორმაციით, იმ დღეს მასთან პოლიციის თანამშრომლები არ ყოფილან, მომვლელ ქალს კი, სოფო პ-მ საპირფარეშოში შესვლა სთხოვა. ოთახიდან გასვლისთანავე კი, პირველივე ფანჯარასთან მივიდა და გადახტა. ექიმებმა მისი გადარჩება ვეღარ შეძლეს.
მომხდარზე შსს გურიის სამხარეო პოლიციის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s