შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გურიაში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი ამოიღეს June 29, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 11:06 am

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ამავე მუნიციპალიტეტის პოლიციის თანამშრომელი დ. გ. 26 ივნისს დააკავეს. 


დაკავების მიზეზად არაოფიციალურად ქრთამის აღება სახელდება.

თვითმხილველთა თქმით, დაკავებულს ჯიბიდან ფულის კუპიურები ამოუღეს. სავარაუდოდ, ფული დანომრილი იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაკავებამდე პოლიციელი ავტობუსიდან ჩამოვიდა.
მათივე თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებიდან, მხოლოდ რამდენიმეს ეცვა სპეცფორმა. მათ ადგილობრივ პოლიციას იარაღი მიუშვირეს და უთხრეს, რომ ტერიტორიას გაცლოდნენ.
წინა დღეს, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში დიდი ოდენობით ვერცხლისწყალი ამოიღეს.
ვერცხლის წყლის ამოღებას ადასტურებს, სოფელ ნინოშვილის რწმუნებული გულივერ ღლონტი.
მისი თქმით დაკავებულია, ორი ახალგაზრდა.
შესაძლოა ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს, რადგან დაკავებული პოლიციელი ამავე სოფლიდანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, გურიაში ვერცხლისწყლის შეგროვებას თურქები აწარმოებდნენ.
მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s