შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გურიაში დაკავებები გრძელდება June 29, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 12:06 pm

შორენა ღლონტი

გურიის რეგიონში ჩატარებული ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული საქმიანობისთვის ორი პირი დააკავა, _ ეს ინფორმაცია 29 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.
ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ეჭმიტანილი არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნათის რწმუნებული ტარიელ ძნელაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის რწმუნებული ამირან ჩაგუნავა. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა რწმუნებულებმა არაერთგზის დაამზადეს ყალბი ცნობები ხე-ტყის მასალის წარმოშობის შესახებ.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე და 341-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შესაბამისად 6-დან 9 წლამდე და 2-დან 4წლამდე ვადით.
გავრცელებული ინფორმაციით, გურიაში დაკავებები ისევ გაგრძელდება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s