შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

მოქალაქეებს სართულებზე სიარული აღარ მოუწევთ?! June 25, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 2:15 pm

შორენა ღლონტი

ევროპული სტანდარტების მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში 25 ივნისს გაიხსნა. 
ამავე დღეს სოფელ ნატანებსა და სუფსაში ანალოგიური ცენტრის პრეზენტაცია შედგა.
როგორც გახსნის ცერემონიალზე გურიის გუბერნატორმა ვალერიან ჩიტაიშვილმა განაცხადა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს მოსახლეობას ხელს მისთვის საინტერესო, საჭირო ინფორმაცია დროულად, კომფორტულ გარემოში მიიღოს.
ჩიტაიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს ინფორმაციის მისაღებად აღარ დასჭირდება სირბილი სხვადასხვა სართულებზე, აქ იქნება ყველა სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც კომპეტენტურ პასუხს გასცემს ნებისმიერ მოქალაქეს. ამავდროულად სოფლებში არსებულ ცენტრებთან იქნება ქსელი, საიდანაც სათავო ოფისი ყველა იქ შესულ დოკუმენტაციის თუ განაცხადების ელექტრონულ ვერსიას მიიღებს. მოქალაქეებს აღარ მოუწევთ გარკვეული ხარჯების გაღება, დროსაც დაზოგავენ და გზის ხარჯებსაც.
`შესაბამისად, შემოსული წერილი დაეწერება იმ სამსახურს, რომლის კომპეტენციაშიც შედის მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხის გაცემა. გარკვეული პერიოდის შემდეგ პასუხი გაიგზავნება სოფლის ცენტრში, სადაც მოქალაქეები გაეცნობიან~, _ გვითხრა გუბერნატორმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრის გახსნით გაიზრდება მოქალაქეების მომსახურების ხელმისაწვდომობა.
`ისინი ოპერატიულად მიიღებენ, მათთვის საჭირო და სასარგებლო ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხს. ამით ჩვენ გადავდივართ ევროპის მოდელზე, რომლის მიზანია გაადვილოს ხალხთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა~, _დასძინა მამეშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ `გურია ნიუსთან~ საუბარში განაცხადა, რომ ცენტრის გახსნის დანიშნულება მოქალაქეებისთვის სახელისუფლებო და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის გაადვილებაა.
`თავის დროზე ეს ბატონი გუბერნატორის ინიციატივა იყო, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ანუ მე ვგულისხმობ ევროპის საბჭოს და ნორვეგიის თვითმმართველობას, ასევე საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციას. ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით მოხდა ის, რომ გურიის რეგიონის ცხრა სოფელში და სამივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში გაიხსნა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები~, _ გვითხრა მელუამ.
მისივე თქმით, ეს პროექტი საქართველოსთვის საკმაოდ ინოვაციურია, რომელსაც, ალბათ, აუცილებლად ექნება განვითარება სხვა რეგიონებშიც. ანალოგიური გამოცდილება ჩვენ გვაქვს, მაგრამ ის, რომ ამ მთავარ ცენტრს ჰქონდეს თავისი წარმომადგენლობა სოფლებში, ასეთი სხვა რეგიონებში ჯერჯერობით არ არის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s