შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გურიაში გახორციელებული და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა June 24, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 12:44 pm

დღეს გურიაში, კონკრეტულად კი გრიგოლეთში სასტუმრო,, ანდამატში” ნორვეგიის თვითმმართველობათა ასოციაციის, ევროსაბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გურიის მხარეში ერთობლივად გახორციელებული და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში ნორვეგიის თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენელი ბიორნ რანგევაარი, ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი ემინ იერტსიანი, ევროსაბჭოს ექსპერტი პოლ ჰირდექსი, საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით მელუა, გურიის გუბერნატორი ვალერიან ჩიტაიშვილი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შანიძე მონაწილეობდნენ.
უკვე შედგა გურიაში განხორციელებული პროექტების –მოქალაქეთა მომსახურების საინფორმაციო ცენტრების, კომპიუტერული მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია. აქვე ისაუბრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის განახლებაზე, ეკონომიკური განვითარების სააგენტოს ჩამოყალიბებაში თვითმმართველობებისთვის მხარდაჭერაზე, მუნიციპალიტეტში კერძო კონსულტანტთა ქსელის შექმნაზე და ქალაქ ოზურგეთის გეოინფორმაციული მოდელის მომზადებაზე.
ხვალ ამ ორგანიზაციათა ეგიდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი გაიხსნება, საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება სოფელ სუფსასა და ნატანები.
როგორც `ინტერპრესსნიუსს~ გურიის გუბერნატორის მოადგილემ ლელა თავართქილაძემ განუცხადა, გურიის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის გზით ახალი პროექტების რეალიზებაა.
მისივე თქმით, განსაკურთებით ეს ეხება ახალარჩეული თვითმმართველობების გაძლიებებაზე მიმართულ პროექტებს და ცენტრები, რომლებიც რამდენიმე სოფელში გაიხსნება, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს მომსახურებისას მოსახლეობას გამარტივებული პროცედურა შესთავაზოს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s