შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გენდერული ბიუჯეტი June 24, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:01 am

შორენა ღლონტი

“საქართველოში გენდერული ბიუჯეტირება სახელმწიფო დონეზე არ მიმდინარეობს“, _მიიჩნევს ლევან ჩხაიძე.

არაანაზღაურებად შრომას ძირითადად ქალები ეწევიან, ეს იქნება ბავშვების აღზრდა, მოხუცებისა და უმწეოთა მოვლა, საჭმლის მომზადება, სახლის დასუფთავება თუ სხვა საოჯახო საქმეები. აქედან გამომდინარე, არაანაზღაურებადი შრომა წარმოადგენს სქესის პრობლემას, რადგანაც ქალის შრომის დიდი ნაწილი არ აისახება სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშებში. ამის გამო წარმოიშობა მცდარი შეხედულება იმის შესახებ, რომ ქალები ეკონომიკურად არააქტიურები არიან, ან ქალისა და მამაკაცის ეკონომიკური აქტიურობა არათანაზომიერია (მიუხედავად ამისა, ქალები ეწევიან, დაახლოებით, ნახევრად პროდუქტიულ და დიდწილ რეპროდუქტიულ შრომას). როდესაც არაანაზღაურებადი შრომა არ `აღიარდება~, მაშინ მაკროეკონომიკური პოლიტიკის რეორიენტაციის პროცესის დროს, მხედველობაში არ მიიღება დატვირთვა, რომელიც მოდის არაანაზღაურებად სექტორზე. მაგალითად სოციალური მომსახურების სფეროში შემცირებების, ან სოციალური მომსახურების ობიექტებში გადასახადის შემოღება აღნიშნავს, რომ დატვირთვა ავადმყოფების და მოხუცების მოვლისთვის გადანაწილდება არაანაზღაურებადი სექტორის შრომაზე. ამით იზრდება შენატანი არაანაზღაურებად სექტორში მომუშავე ადამიანებზე, მაგრამ მათი აღიარება ან წახალისება არ ხდება. შრომის ბაზარზე ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა – ეს პოლიტიკის ნაწილია, რომლისკენაც უნდა მიიმართოს სახელმწიფო პოლიტიკა და რომელიც შეიძლება გავყოთ ორ მიმართულებად. თანაბარი მონაწილეობა ქალებისა და კაცების ანაზღაურებად შრომაში; ქალებსა და მამაკაცებს შორის არაანაზღაურებადი შრომის თანაბარი განაწილება. როგორც `საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~ ეკონომისტი ლევან ჩხაიძე ამბობს, ამ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, საჭიროა შემუშავდეს ამოცანები, რომელიც გულისხმობს: სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებას, რათა მათ შეძლონ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპით მონაწილეობა მიიღონ, როგორც ანაზღაურებად ასევე არაანაზღაურებად შრომაში. მისივე თქმით, ამ ამოცანების მიღწევის ინსტრუმენტს გენდერული ბიუჯეტი წარმოადგენს, რომლის ზოგადი მიზანი გენდერული თანასწორობის წახალისებაა. `საბიუჯეტო პოლიტიკა და თავად ეკონომიკა შეიძლება წარმოვიდგინოთ გენდერულად ნეიტრალურად. მაგრამ გენდერულად ნეიტრალობა არ უნდა წარმოშობდეს გენდერულად ბრმა პოლიტიკას. სამთავრობო პოლიტიკამ შეიძლება მიგვიყვანოს შედეგების უთანასწორობასთან, თუ არ შევაფასებთ სხვადასხვა ზემოქმედებას, რომელიც შეუძლია განახორციელოს ბიუჯეტმა ქალსა და მამაკაცზე. შედეგად კი შესაძლებელია, ვერ იქნეს მიღწეული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ან დასაქმებისა და სახელმწიფო ხარჯების წინასწარ დაგეგმილი მაჩვენებლები~, _ამბობს ჩხაიძე. ბიუჯეტის შემუშავებისას კომპლექსური მიდგომების დანერგვა სქესთა თანასწორობის მხრივ ევროკავშირის მოწოდებაა, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულების მე-2 და მე-3 მუხლებს ეფუძნება. მოქმედების გეგმა ხაზს უსვამს კომპლექსური მიდგომების აუცილებლობას სქესთა თანასწორობის პრობლემების შესახებ. მათ შორის მაკროეკონომიკურ და ბიუჯეტის დონეზე. მაგალითად, საფრანგეთის მთავრობა 2000 წლიდან, საბიუჯეტო მოთხოვნის ყოველწლიურ დოკუმენტთან ერთად, ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს წარადგენს. შოტლანდიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვალდებულება აიღო, გენდერული თანასწორობის ინტეგრაცია ბიუჯეტის შედგენის პროცესში და ახორციელებს კვლევებს მიზანშეწონილობის მხრივ. მსგავსი მიდგომებია ევროპის მრავალ ქვეყნებში. საბოლოო ჯამში, გენდერული ბიუჯეტი საბიუჯეტო პროცესში გენდერულ საკითხებისადმი კომპლექსურ მიდგომას წარმოადგენს. როგორც ლევან ჩხაიძე აცხადებს, საქართველოში გენდერული ბიუჯეტირება სახელმწიფო დონეზე შეიძლება ითქვას, არ მიმდინარეობს. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ ადამიანთა სოციალური მდგომარეობის ამსახველ პროგრამებს მოიცავს. საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სტრატეგია, რომელიც გათვლილია 2010-2013 წლებზე, გენდერული კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ სახელმწიფო პოლიტიკის არცერთ ნაბიჯს არ ადგენს. აღნიშნული დოკუმენტი, როგორც მისი სათაურიდან, `საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმა,~ ჩანს, სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულების მოკლევადიან გეგმას წარმოადგენს. დოკუმენტის გასული პერიოდის ანალიზურ ნაწილში მითითებული არაა დასაქმებულთა და უმუშევართა კლასიფიკაცია ქალისა და მამაკაცის დონეზე. ტექსტში აღნიშნულია, რომ `2010-2013 წლებში უმუშევრობის დონე შემცირდება, რაც უმუშევრობის დასაძლევად მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხარჯზე გახორციელდება.~ თუ რა ნაბიჯებს ითვალისწინებს კონკრეტული დებულება, დოკუმენტში განმარტებული არაა. სტატისტიკის დეპარტამენტის ინტერნეტგვერდზე არ დევს ინფორმაცია, რომელიც შესაძლებლობას შექმნიდა გაგვეგო, მოსახლეობის რაოდენობა სქესობრივ ჭრილში, თუნდაც მხარეების მიხედვით. `სახელმწიფო უმაღლესი ორგანოების მსგავსი მიდგომა, რათქმა უნდა, გადამდებია ადგილობრივ დონეზეც. მუნიციპალიტეტის დონეზე შემუშავებულია `სოციალურ ეკონომიკური განვითარების გეგმა.~ მსგავსი დოკუმენტი 2007 წელს შემუშავებული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ, სადაც არანაირი მინიშნება არ არსებობს სქესთა შორის თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კანონმდებლობით დამოუკიდებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად, სხვისი მითითების გარეშე, შეუძლია წარმართოს ადგილზე საქმიანობა~, დასძენს ის. ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლები არც ისე სახარბიელოა, რაც უფრო მსხვილდება ადმინისტრაციული ერთეული, მით უფრო კლებულობს ქალთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. 2006 წელს თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ქალების რაოდენობა შეადგენდა 13%-ს. მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მეტია 2002 წლის საქართველოს საერთო მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ უტოლდება 1998 წლის მაჩვენებელს. `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 226 თანამშრომელს შორის მხოლოდ 33-%-ს შეადგენს ქალი, მამაკაცების წილი შესაბამისად 67%-ია. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგების მიხედვით, ოზურგეთის 39 მანდატიან საკრებულოში, ორი ქალბატონია. ბიუჯეტის შემოსულობების მუხლი _სხვა შემოსავლები _ძირითადად მამაკაცების მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე ივსება~, _ამბობს ეკონომისტი, რომელსაც მიაჩნია, რომ საბავშვო ბაღები ხელს უწყობს ქალების , როგორც შრომითი რესურსის თვითრეალიზებას. საბავშვო ბაღების მეშვეობით, ქალებს საშუალება აქვთ, გამოთავისუფლდნენ არაანაზღაურებადი შრომიდან, იგულისხმება სახლში ბავშვების მოვლა და ჩართვა პროდუქტიულ შრომაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სკოლამდელი განათლების ხარჯებს 100% აფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა გათავისუფლებულია საბავშვო ბაღებში გადასახადის ტვირთისგან. აღნიშნულ ქმედებას ორმაგი ეფექტი აქვს, ერთი ის, რომ ქალები გამოთავისუფლდებიან არაანაზღაურებადი შრომიდან და შესაძლებლობა მიეცემათ, გადაინაცვლონ ანაზღაურებად სექტორში, ხოლო მეორე ამ კატეგორიის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მისი თქმით, მუხლი, სპორტი და კულტურა მთელი ბიუჯეტის ხარჯების 16%-ს შეადგენს. რომელშიც თანაფარდობა შემდეგია: სპორტზე იხარჯება 63%, ხოლო კულტურაზე მხოლოდ 37%. კულტურა წარმოდგენილია ძირითადად ბიბლიოთეკებით, კულტურის სახლითა და მუზეუმით. აღნიშნულ სამსახურებში დასაქმებულთა მნიშვნელოვანი წილი ქალებს წარმოადგენს. წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალები წარმოდგენილია 33%-ით, ხოლო მამაკაცებზე 76%-ი მოდის. მუნიციპალიტეტში ქალები ძირითადად დაბალი რანგის მოხელეებს წარმოადგენენ და ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ცალკეული შემთხვევის გარდა, არ გვხვდება. შესაბამისად, მათი ჯამური ანაზღაურება გაცილებით მცირეა მამაკაცების ანაზღაურებაზე. საბიუჯეტო მუხლები – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, პოლიცია და თავდაცვის ღონისძიებები ძირითადად, ძლიერი სქესის პროფესიებს წარმოადგენს და შესაბამისად, აქ გაწეული დანახარჯები მამაკაცების მომსახურების ანაზღაურებას ხმარდება. ჯანდაცვის სფეროს განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც გენდერული და სოციალური თანასწორობის მიღწევის, ასევე სიღარიბის შემცირების თვალსაზრისითაც. საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარჯები, ძირითადად, ოჯახებს დააწვა ტვირთად. ცნობილია, რომ რაც უფრო დაბალია სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვაზე, მით უფრო, მაღალია შინამეურნეობების დანახარჯები და კერძოდ, ქალის აუნაზღაურებელი შრომის წილი – ოჯახის წევრების მოვლაპატრონობაში. სოციალური პოლიტიკის სუსტმა მიდგომებმა მოახდინა მოსახლეობის აქტივიზაცია შინამეურნეობებში, თვითგადარჩენის მიზნით. ამ სფეროში განსაკუთრებით გაიზარდა ქალების და ნაწილობრივ ბავშვების შრომის როლი; ამას გარდა, შრომით მიგრაციაში ყოფნამ ხელი შეუშალა საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, შობადობის ზრდას. აღიარებულია, რომ სიღარიბის გამომწვევი მიზეზებია: სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ნაკლებობა და მისი დაბალეფექტიანობა; ფერმერების განათლების დაბალი დონე; სოციალური დახმარებების არამიზანმიმართული სტრატეგია, ინფლაციისა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა~, _გვითხრა ჩხაიძემ. საბიუჯეტო კოდექსის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია განახორციელოს ანგარიშგება, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ასევე საჯაროდ გამოაქვეყნოს ბიუჯეტის კვარტალური თუ წლიური შესრულების შესახებ დოკუმენტი. რომელიც თავისი შინაარსით სარგებელს მოუტანს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, როგორც მდედრობითი სქესის, ასევე მამარობითი სქესის მოსახლეობას. როგორც ჩხაიძე განმარტავს, ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშგე¬ბ¬აში ასახული არ არის შემოსავლებისა თუ დანახარჯების დანაწილება გენდერულ ჭრილში. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია სფეროში გაუთვითცნობიერებელ¬მა მოქალაქემ შეაფასოს და საკმარისი ინფორმაცია მიიღოს მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან. გარდა ამისა, დოკუმენტის შინაარსის არასრულყოფილება და მისდამი ზერელე დამოკიდებულება საზოგადოების შეურაცხმყოფელია. `ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებამ აირჩია, ვალდებულია, მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ და რაში დახარჯა მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები. პრაქტიკულად დღეს საქართველოში დემოგრაფიული საკითხები სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე იგნორირებულია. Aარ არსებობსDგენდერული პროგრამები, სადაც ოჯახების დაგეგმვა იქნება პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი~, დასძენს ის და აქვე აცხადებს, რომ უნდა განისაზღვროს სოციალური სისტემის ეფექტიანობა, იმის მიხედვით, თუ რამდენად სწორად წარიმართა ფინანსები იმ ფენებისადმი, რომლებიც მას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ამ საკითხში გათვალისწინებული უნდა იქნას გენდერული შემადგენლობა ოჯახებში და შემოღებული უნდა იქნეს დახმარების მრავალნაირი სერვისი. ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ქმნიდეს მონაცემთა ბაზას, სადაც შესაძლებელი იქნება, მოძიებულ იქნას ინფორმაცია მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, უმუშევართა კვალიფიკაციის, განათლებისა და სხვათა შესახებ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ტრეინინგების ორგანიზაციას მცირე ბიზნესში, რესურსული ცენტრების შექმნას, რომელიც მათი მხარდაჭერით ისარგებლებს.

სტატია მომზადდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ბრიტანულ ქართული პროფესიული ქსელის მიერ განხორციელებული CSEPFM პროექტის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია შორენა ღლონტი. სტატია არ წარმოადგენს ევროკავშირის ან ბრიტანულ ქართული პროფესიული ქსელის პოზიციას.
 

3 Responses to “გენდერული ბიუჯეტი”

  1. levani Says:

    შორენა მაგარი ხარ რა! სად ნახულობ ასეთ მასალებს.

  2. gurianews Says:

    levani mexmareba chxaidzeee.

  3. pasuxi Says:

    ლევან ჩხაიძე იყოს მაგრად და, ყოველთვის აქვს საინტერესო სიახლეეე


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s