შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

უშიშროების თანამშრომელი… შეთავსებით? June 14, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 12:49 pm

(გურია ნიუსი, ოზურგეთი)
_ ეს კითხვა მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი აკაკი სტურუა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში განთავსებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე ქვეგანყოფილების ოთახიდან გამოსული უკვე მერამდენედ დავინახეთ.
ჯერ იყო და ამ ოთახში, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან ლევან ეხვაიასთან და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელთან დავით როყვასთან ერთად, შევიდა. მოგვიანებით, ორი დღის შემდეგ კი, ამავე ოთახიდან ფურცლებით ხელში გამოსულ აკაკის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ირაკლი ანდღულაძე მოაცილებდა, სტურუას გადაადგილება კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა დავით ხურციძემ უზრუნველყო. ეს მაშინ, როცა გვიმტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პროცესებში არც კონსტიტუციურის, ე.წ. უშიშროების, თანამშრომლები და არც საჯარო მოხელეები არ ერევიან. ეს ასე რომ არ არის, ამაში დღითიდღე ვრწმუნდებით, ან შესაძლებელია შვებულებაში გასულმა აკაკიმ დამატებით სულაც ახალი სამსახური შეითავსა. თუ ასე არ არის, მაშ, რით აიხსნება მისი ასე გახშირებული ვიზიტები უშიშროების კაბინეტებში? თუმცა, უფრო მეტად ისაა საინტერესო, რა ეწერა იმ ფურცლებზე, რომელსაც უშიშროებიდან გამოსული სტურუა მოაფრიალებდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s