შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

“საარჩევნო შვებულება“ June 14, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:42 pm


შორენა ღლონტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 42 თანამშრომლიდან 12 კუთვნილ შვებულებაშია _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ საკრებულოს აპარატის უფროსმა ეკატერინე მუჯირმა დაუდასტურა.
დღეისათვის, კუთვნილი შვებულებით სარგებლობენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირინა საჯაია, საინფორმაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი მაკა მეგრელაძე, მდივან-რეფერენტი მაია ნარსია, მთავარი სპეციალისტი საინფორმაციო-ანალიტიკური და კომპიუტერული მომსახურების საკითხებში კახა თავბერიძე, სოფლის მეურნეობის, მიწის მართვისა და განკარგვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კომისიის თავმჯდომარე ვალია გირკელიძე, თავმჯდომარის თანაშემწე კობა ხაბალაშვილი, წამყვანი სპეციალისტი საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში თამარ წერეთელი, ფრაქცია “მაჟორიტარების“ თავმჯდომარის თანაშემწე ფილიპე ცელაძე, ფრაქცია “მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ხვიჩა კილაძე, ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანდელაძე, მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციული მომსახურების საკითხებში ნათია ლომჯარია.
მიხეილ გოგოტიშვილი მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია სოფელ დვაბზუში; ირინა საჯაია პროპორციული სიის მეექვსე ნომერია; მაკა მეგრელაძე 60/05 მოიდანახეს II უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა; მაია ნარსია კი 60/08 სერის უბანზე ნაციონალური მოძრაობიდან წარდგენილი წევრი; ვალია გირკელიძე სოფელ ბოხვაურში მაჟორიტარობის კანდიდატია, ისევე როგორც კობა ხაბალაშვილი დაბა ლაითურში; ფილიპე ცელაძე კი 60/33 მაკვანეთის საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიის “ჩვენ თვითონ“ წარდგენილი წევრი და ამავე საარჩევნო უბნის არჩეული მდივანია.
როგორც ვხედავთ ეს ადამიანები არა კუთვნილ, არამედ ~საარჩევნო შვებულებაში~ იმყოფებიან.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s