შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გიორგი ტაკიძე ისევ დუმილის უფლებით სარგებლობს, კურდღელაშვილი კი ბრალს სრულად აღიარებს სექტემბერი 21, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:46 AM

შორენა ღლონტი

ამის შესახებ “გურია ნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობიდან რამდენიმე წუთის წინ გამოსულმა ჟურნალისტმა თამუნა ლეფსვერიძემ აცნობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კორუფციულ გარიგებაში ბრალდებული გიორგი ტაკიძის და ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსის მერაბ კურდღელაშვილის წინა სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა. (more…)

 

ქურდებმა ოჯახიდან ერთი კილო ოქრო წაიღეს სექტემბერი 14, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 2:52 PM
შორენა ღლონტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრში, რამდენიმე დღის წინ, ღამის საათებში ძარცვა მოხდა.
როგორც დაზარალებული, ოჯახის დიასახლისი, ჰყვება ისე მოახერხეს მძარცველებმა სახლიდან დიდი ოდენობის ოქროს ნივთების წაღება, რომ ოჯახის ოთხმა წევრებმა ვერაფერი გაიგო.
როგორც  დაზარალებულები ყვებიან, მათ ვერაფერი გაიგეს. მომხდარის შესახებ სახლში გვიან მისულმა ოჯახის უფროსმა მამაკაცმა შეატყობინა. გამოღვიძების შემდეგ. მხოლოდ ძლიერი ტკივილი ვიგრძენით თავის არეში და ვნახეთ, რომ ისე მოუხერხებიათ ჩვენი ძვირფასეული ნივთების წაღება არაფერი გაგვიგია. – გვითხრეს გაძარცვულებმა.
მათი თქმით, წაღებულია ერთი კილოგრამი ოქრო.
მომხდარის შესახებ დაზარალებულებმა იმ ღამესვე აცნობეს სამართალდამცავებს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
 

გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 1:50 PM
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის მთავარი სამხარეო სამმართველოს ახალდანიშნული უფროსი დავით ცირეკიძე სამსახურში პირველად 14 სექტემბერს გამოცხადდა.მას მასპინძლობა უკვე ყოფილმა უფროსმა გიორგი ჯაფარიძემ გაუწია.
ცირეკიძემ სამხარეო პოლიციის შენობაში სულ რამდენიმე წუთი დაჰყო, თვალი გადაავლო ახალ სამსახურს და იქაურობა მალევე დატოვა.
დავით ცირეკიძე ჯერ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, ბოლოს კი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
გიგა ჯაფარიძე სამსახურიდან მიმდინარე კვირაში დაითხოვეს. მისი გათავისუფლების მიზეზად სხვადასხვა ვერსიები სახელდება. იგი აღნიშნულ სამსახურს ერთი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" შეეცადა, კომენტარი სამინისტროსგან მიეღო, თუმცა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ გვენეტაძემ ჩვენს ზარს არც მოკლე ტექსტური შეტყობინების შემდეგ უპასუხა.
 

390 ათასი ლარი _ 2 კილომეტრი სიგრძის გზის დასაგებად მაისი 2, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:45 AM

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, 24 აპრილს, საქართველოს პირველ ლედის, სანდრა რულოვსს ელოდებოდნენ, რომელსაც ახალდაგებული გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა მოენახულებინა. თუმცა, რულოვსის ნაცვლად, აქაურებმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილსა და ადგილობრივ ხელისუფლებას უმასპინძლეს. (more…)

 

“გაჭირვებულმა” საკრებულომ პოლიციას ძვირადღირებული ჯიპები შეუძინა მარტი 11, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:57 AM

შორენა ღლონტი

გურია ნიუსი

მიხეილ სააკაშვილი ყველა გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია და მაღალჩინოსნებსა და თანამდებობის პირებს “ქამრების შემოჭერისკენ” მოუწოდებს. მიუხედავად ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა 2011 წლის ბიუჯეტის სახსრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ძვირადღირებული ავტომობილები შეუძინა. მანამდე კი, ასევე საკმაოდ ძვირადღირებული ჯიპი, ხალხის ფულით, ანუ ბიუჯეტიდან, საკუთარი უფლებამოსილების გასახორციელებლად იყიდა. ანალოგიურად მოიქცა გასულ წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძეც _ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს 36 288 აშშ დოლარად “ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” შეუძინა. საინტერესოა, როცა პრეზიდენტი სატელევიზიო გამოსვლებში ქადაგებს ხარჯების შემცირებაზე, ჩინოვნიკები განუსაზღვრელი კომფორტის უფლებას რატომ აძლევენ თავს? მით უმეტეს, მაშინ, როცა შემცირდა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამები, ყოველდღიურად ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები, განსაკუთრებით, პური. (more…)

 

გია გოგუაძემ რეკორდი მოხსნა თებერვალი 14, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:43 AM

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წელს პრემიის სახით 85 650 ლარი გასცა

შორენა ღლონტი გურია ნიუსი

გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა გასულ წელს, ბიუჯეტიდან პრემიის სახით 175 601 ლარი გასცეს. პრემიის მიღება-გაცემის წესს `საჯარო სამსახურის შესახებ~ არსებული კანონი არეგულირებს. აღნიშნული კანონის 74-ე მუხლში გაწერილია თუ რა შემთხვევაში ერგება საჯარო მოხელეს პრემია და რა შემთხვევაში _არა. ქართული კანონმდებლობის თანახმად, `მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები: მადლობის გამოცხადება; ერთდროული ფულადი ჯილდო; ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება~. ამავე მუხლშია მითითებული, რომ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა. თუმცა, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები არსებულ კანონს, სრულ იგნონირებას უკეთებენ და ნებისმიერ საჯარო მოხელეზე ყოველწლიურად პრემიებს გასცემენ, მეტიც ზოგ შემთხვევაში, 12 თვეში ორ-სამჯერაც კი. ეს მაშინ, როცა მუნიციპალიტეტებს ძალიან მწირი შემოსავლები აქვთ და მთელი რიგი მიმართულებით პროგრამებს იმ მიზეზით ვერ ახორცილებენ, რომ თავად აცხადებენ, დაფინანსება არ ჰყოფნით. 2010 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის სახით _ 85 650 ლარი გაიცა, (more…)

 

H1N1 _ პანიკის საფუძველი არ არსებობს თებერვალი 7, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 11:33 AM

თუმცა, ოზურგეთში, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, რესპირატორული ინფექციის 90 შემთხვევა დაფიქსირდა

შორენა ღლონტი გურია ნიუსი

ოფიციალური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში 2011 წელს H1N1 ვირუსის 163 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. აქედან 118-ს H1N1, 28-ს – B ტიპის ვირუსი, 18-ს კი – A ტიპის ვირუსი დაუდგინდა. ასევე, იანვრის თვის მონაცემებით, გარდაცვლილია რვა ადამიანი. ვირუსის გავრცელების სტატისტიკაში ექიმები საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. (more…)