შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

მანდატურის ინსტიტუტი _ პოლიციური თუ სასწავლო რეჟიმის გარანტი? September 6, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:39 am

შორენა ღლონტი

დამკვიდრდება თუ არა საჯარო სკოლებშიც პოლიციური რეჟიმი, რატომ გახდა მანდატურის ინსტიტუტის შემოღება აუცილებელი, რას გააკონტროლებენ ისინი და რას ფიქრობენ მანდატურების ინსტიტუტზე ფსიქოლოგები, თვითონ მოსწავლეები, ვის ქცევასაც სწორედ მანდატურები გააკონტროლებენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მანდატურები 2011 წლის იანვრიდან შევლენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურების ერთადერთი ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ძალადობის პრევენცია იქნება. თუმცა, ხშირად ამბობენ და გავრცელებული მოსაზრებაა, რომ სახელმწიფო სკოლებში პოლიციურ რეჟიმს ამკვიდრებს და მოსწავლეებს არ მოსწონთ ის, რომ მათ ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებენ.
თუმცა, ამ მოსაზრებას არ იზიარებს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი და ამბობს, რომ უიარაღო მანდატურებს საერთო არაფერი ექნებათ პოლიციასთან და ისინი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნებიან.
საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ექვსი წლის წინ დაამტკიცა. ამ დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა სწორედ სკოლაში ხდება ბავშვი ძალადობის მსხვერპლი. ხშირად ეს თანატოლის მხრიდან ხდება, ზოგჯერ _ მასწავლებლების მხრიდანაც.
როგორც ლელა იმედაშვილი ამბობს, მანდატურები სკოლის შინაგანაწესის შესრულებას, ზოგად პროცესებს გააკონტროლებენ და მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.
სკოლების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, იქ, სადაც უკვე ფუნქციონირებს ეს ინსტიტუტი, მოსწავლეები ამ ფაქტს დადებითად ხვდებიან. არანაირი გართულება მათ საქმიანობას არსად არ მოჰყოლია.
_ ქალბატონო ლელა, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ამბობს, რომ სანამ ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას დაიწყებდა, მანამდე მისი საჭიროების საკითხი უნდა განსაზღვრულიყო, მოწყობილიყო საჯარო განხილვები და გამოეკითხათ მოსწავლეები, ანუ შეიძლება ამ ინსტიტუტის შემოღებამ მოზარდების ფსიქოლოგიაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
_ გამოკვლეული ფაქტების თანახმად, ყველას კარგად გვახსოვს, რამდენი შემთხვევა იყო სკოლებში მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევისა თუ დაჭრისა. ეს ინსტიტუტი უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი კომპონენტია.
მანდატურის მოვალეობაა, სკოლაში კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენცია, ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა. მის ფუნქციაში შედის სკოლის შიდა განაწესის დაცვა. მანდატურს არ ევალება ბავშვის დასჯა, პირიქით, მისი ფუნქციაა, მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თითოეულ სკოლაში 3 მანდატური იმუშავებს – ერთი ქალბატონი და ორი მამაკაცი.
მანდატური შესაძლებელია, იყოს 20-დან 45 წლამდე ასაკის ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. შერჩეული პირები, შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, ტრენინგებს გადიან ფსიქოლოგიასა და კანონმდებლობაში. მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან. მათ აქვთ სპეციალური ფორმები და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები, ვიდეოკამერებით უნდა გააკონტროლონ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი.
მანდატური ვალდებულია, კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს ფაქტზე რეაგირება მოთხოვოს. სიტუაციის გართულების შემთხვევაში, შეუძლია, საქმის კურსში ჩააყენოს მშობელი და მომხდარის შესახებ განათლების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში, მანდატურს პატრულის გამოძახებაც შეუძლია.
ლელა იმედაშვილის თქმით, მანდატურები სკოლაში მუშაობას გაკვეთილების დამთავრების შემდეგ დაასრულებენ. მაგრამ არც ერთი მანდატური სკოლას მანამდე არ დატოვებს, სანამ იქ ერთი ბავშვი მაინც იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ მანდატური საკუთარ საქმიანობას ოქმის მეშვეობით აკონტროლებს. იმ შემთხვევაში, თუ მანდატურთა მხრიდან რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, ამაზე სამინისტროში არსებული გენერალური ინსპექცია მოახდენს რეაგირებას, არსებობს აგრეთვე მანდატურების კონტროლის ჯგუფიც.
ბევრი მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას მიესალმება, მაგრამ არსებობს საპირისპირო შეხედულებაც.
ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი `გურია ნიუსთან~ საუბარში აცხადებს, რომ
სანამ სკოლებში მანდატურის ინსტიტუტს შემოიღებდნენ, სოციალური განხილვები უნდა მოწყობილიყო, პროფესიონალების აზრთა გათვალისწინება უნდა მომხდარიყო. შეიძლება, მანდატურის ინსტიტუტმა გაამართლოს ან არ გაამართლოს, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ საზოგადოების, პროფესიონალების აზრთა გათვალისწინება არ მოხდა. ამ ინსტიტუტის შემოღებამ შესაძლოა მოზარდების ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
მისივე განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები და ნებისმიერი უფროსი ასაკის ადამიანები მოზარდის ფსიქიკურ თავისებურებებში ერკვეოდნენ. პიროვნების განვითარების როგორ ასაკში არიან ისინი, რა სტადიაზე, რა თავისებურებები ახასიათებთ, რა ემოციებით არიან დატვირთული ამა თუ იმ მომენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რა სპეციფიკის არის ესა თუ ის ასაკი. ყოველივე ამის ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ჟურნალისტმა გაითვალისწინოს ის ნიუანსები, რაც საბოლოო ჯამში მას „არ ავნებს~.
`ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ასეთ შემთხვევაში ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის საკითხი, რადგანაც ესა თუ ის თემა უხერხულობასთან არის დაკავშირებული. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ადამიანს (მითუმეტეს მოზარდს, ვისაც მთელი ცხოვრება წინ აქვს), შესაძლოა, გარკვეულწილად ჩრდილს აყენებდეს მისი ბიოგრაფიული ფაქტების საჯაროდ გამოტანა. ეს ბიოგრაფიული ფაქტები, სამწუხაროდ, სწორედ სკანდალურ, უარყოფით მოვლენებთან არის ხოლმე დაკავშირებული~, _ გვითხრა თეა გოგოტიშვილმა.
როგორც ოზურგეთის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ამბობს, ის მიესალმება მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას, განსაკუთრებით ქალაქის მაღალკონტიგენტიან სკოლებში, სადაც ძალიან დიდია ალბათობა დანაშაულის ჩადენისა.
ასევე ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით, ვინც ანონიმურად დარჩენას ითხოვს, ამბობს, რომ მანდატურების სკოლებში შემოსვლა ვერაფერს შეცვლის და საქართველოში ზოგადად პოლიციური რეჟიმი მკვიდრდება.
მეცხრე კლასის მოსწავლე ს.მ. მიიჩნევს, რომ მანდატური სკოლაში მათ თავისუფლებას შეზღუდავს და მოსწავლეები ყოველთვის დაძაბული, შემოჭილი იქნებიან.
საპირისპიროს ამტკიცებს ასევე მე-9 კლასის მოსწავლე ნ.გ. ის ამბობს, რომ თანატოლებთან ხშირად ჰქონია პრობლემები და მანდატურები მოსწავლეებს ყოველთვის დაიცავენ, ერთგვარ შუამავლის როლს შეასრულებენ მათსა და მასწავლებელს შორის.
`ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის~ სკოლების დემოკრატიზაციის კომპონენტის მენეჯერი ლევან მჟავანაძე `გურია ნიუსთან~ საუბარში აღნიშნავს, რომ ცალსახად იმის თქმა რომ, ამ ინსტიტუტის შემოღება ცუდია, არ შეიძლება, რა თქმა უნდა არსებობს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები.
ამ ინსტიტუტის შექმნა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოზარდთა ძალადობის შემთხვევების გახშირებამ აიძულა და მისი შემოღებით ცდილობენ მდგომარეობის გამოსწორებას. მით უმეტეს როცა ანალოგიები არსებობს ევროპის და ამერიკის სკოლებში. მაგრამ მაინც უფრო მეტი გათვლა და სისტემური ცვლილება იყო საჭირო მანდატურების ინსტიტუტის შემოღების პარალელურად.
ის მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა იდენტიფიცირდეს მოზარდთა ძალადობის გამოწვევი მიზეზები (ტელევიზია, კომპიუტერული თამაშები, ინტერნეტი და ა.შ.),
მომზადდეს სკოლის ფსიქოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, გაძლიერდეს ფსიქოლოგის ინსტიტუტი სკოლაში, საჭიროა ფსიქოლოგთა სპეციალური გადამზადება და დასაშვებია რამდენიმე სკოლას ერთი ფსიქოლოგი ჰყავდეს.
როგორც ლევან მჟავანაძე ამბობს, გადასახედია სატელევიზიო ბადე, ძალადობის ამსახველი ფილმები, სერიალები და მულტფილმები არ უნდა გადიოდეს დღის განმავლობაში, სკოლაში უნდა გაძლიერდეს დისციპლინური კომიტეტის ინსტიტუტი. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ცვილებები არ განხორციელდება ამ შემთხვევაში ისევ ადამიანურ ფაქტორამდე დავალთ, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორ გადამზადებას გაივლიან მანდატურები და რა პიროვნული თვისებები ექნებათ მათ. გამომდინარე აქედან ზოგიერთ სკოლაში მანდატურების ინსტიტუტი გაამართლებს, იქნებიან სკოლები სადაც ისინი ზედმეტი რგოლი გახდებიან.

About these ads
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.